შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: ჩვენი მიზანია, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს ვის რა ეკუთვნის

დემოკრატიულ პროცესში არ არის ადგილი ანტიდემოკრატიული, დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. და თუ გვინდა ჩვენ ქართული დემოკრატია გადარჩეს, თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს არ უნდა დავტოვოთ სივრცე რადიკალი, ანტიკონსტიტუციური ძალებისთვის. სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის უკანაც დგას მილიონ ასოცი ათასი ამომრჩეველი, რომელმაც შარშან, არჩევნებში ზუსტად ამ იდეას დაუჭირა მხარი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ჩატარდა სიღრმისეული საპარლამენტო გამოძიება და მომზადდა 450 გვერდიანი ანგარიში, რომლის საფუძველზეც მოხდა „ნაცმოძრაობის “ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შეფასება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი მტკიცებულების სახით წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს და მან უნდა განსაჯოს ვის რა ეკუთვნის.
„მიზანი არის ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან. ექსტრემისტული ძალა ვერ იქნება ოპოზიცია. ეს ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავი უკვე დააყენა დემოკრატიული ოპოზიციის ზღვარს მიღმა იმით, რომ არ მონაწილეობდა არჩევნებში. იმით, რომ აპირებდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობას. ასე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ალიანსში მყოფი მსგავსი ჯგუფები არ არიან ოპოზიცია. ესენი არიან ექსტრემისტული, ანტიკონსტიტუციური რადიკალი ჯგუფები. ჩვენი მიზანი არის, რომ სარჩელით, რომლის უკანაც დგას მილიონ ასოცი ათასი ადამიანი მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს ვის რა ეკუთვნის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1760605957
ახალი ამბებიკახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე: რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება
დასკვნა რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება - რეალობა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან, -...
1760604504
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიაზე: როცა საუბრობენ „ფარაზე“, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ვერ ბედავენ, თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო - ამბობენ, საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეაფასა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის...
1760602749
ახალი ამბებიკახა კალაძე ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტზე: ჩამოვიდა რუსთაველის გამზირზე მდგარი „აკაცუკების“ პატრონი, რომ საკუთარი „შვილები“ მოენახულებინა
დედაქალაქის მერმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი სამწუხაროდ შეაფასა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველ...
1760602657
ახალი ამბებიცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებულიაუდიტი ორ ე...
1760599246
ახალი ამბებინარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საზოგადოებას ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას მიაწოდა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაშ...