თემურ ბასილია: 1995 წლის ფულის რეფორმა საქართველოში ფორმითაც და შინაარსითაც უნიკალური იყო

„1995 წლამდე ქვეყანაში მიმოქცევაში ერთდროულად იყო ქართული კუპონი, რუსული რუბლი და აშშ დოლარი. კუპონით მხოლოდ პურის ყიდვა და კომუნალური გადასახადების გადახდა შეიძლებოდა, რუსული რუბლი საანგარიშსწორებო და გადახდის საშუალებას წარმოადგენდა, ხოლო აშშ დოლარი ძვირად ღირებული საგნების ყიდვა-გაყიდვისთვის გამოიყენებოდა. ის ასევე იყო დაგროვების საშუალება,“ - აცხადებს ეკონომისტი თემურ ბასილაია, რომელიც 1993-1995 წლებში საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა და ხელმძღვანელობდა ფულის რეფორმების სამთავრობო კომისიას.
მისი ინფორმაციით, ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებისა და რუსული რუბლის სუროგატის - კუპონის ჩანაცვლების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა სამთავრობო დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მედია. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაწილეობა, რომელიც ტექნიკურ დახმარებას ახორციელებდა.
ბასილიას შეფასებით, ფულის რეფორმა საქართველოში მართლაც უნიკალური იყო თავისი ფორმითაც და შინაარსითაც. საზოგადოებამ ლარი ძალიან კარგად მიიღო და არანაირი პრობლემა ამ საკითხთან მიმართებით არ ყოფილა.
„ფულის რეფორმის შედეგად, 1995 წლის 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, მოსახლეობამ ლარზე გადაცვალა 18 ტრილიონი კუპონი, 26 მილიონი დოლარი 73 მილიარდი რუსული რუბლი. ეს გაცილებით მეტი იყო ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება,“ - იხსენებს თემურ ბასილია. როგორც ყოფილი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ საზოგადოების მსგავსი დამოკიდებულება ნდობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იყო. ლარის შემოღების წინა პერიოდში შექმნილი ძლიერი ეკონომიკური საფუძვლების წყალობით, ლარი მართლაც ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ვალუტად იქცა რეგიონში, მათ შორის რუსულ რუბლზე გაცილებით სტაბილურადაც.
„ეროვნული ვალუტა ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მის გარეშე შეუძლებელია ქვეყანა ფუნქციონირებდეს. ლარის შემოღებით ხალხმა ირწმუნა, რომ ჩვენ ქართველებსაც შეგვიძლია სერიოზული საქმეების კეთება. ამ ფაქტს ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ რუსების მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ლარი იყო მიმოქცევაში“,- განაცხადა მან.
1759436274
ახალი ამბებიკახა კალაძე: არავის ვესხმით თავს, გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა, დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი?
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქართველი ხალხის...
1759435553
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას, დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი
ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი, - განაცხადა გადაცემ...
1759433271
ახალი ამბებიკახა კალაძე: მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა
„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“...
1759432906
ახალი ამბებიკახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და ქალაქში აქტუალურ პრობლემებს, არის „ქართული ოცნება“
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართ...
1759430136
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმ...