ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე: დარჩათ შანტაჟის ერთი იარაღი და რა თქმა უნდა ახლა აამოქმედეს
რაც შეეხება სცენარის გაგრძელებას, იმ ქმედებების გაგრძელებას, რასაც ვადევნებთ თვალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ეს არახალია არც ჩვენთვის, არც ჩვენი საზოგადოებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, რადიკალების შეცვლილ გეგმასა და უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ჯერ კიდევ 2024 წელს წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები ის ევრობიუროკრატები, ვისთანაც ახლა რადიკალები სცენარის გასაგრძელებლად „დარბიან“.
„პირდაპირ მოწოდებები ჰქონდათ, რომ არ უნდა აერჩია საზოგადოებას „ქართული ოცნება“. ამაზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, რეზოლუციებისა და შანტაჟის ენით საუბრის შემდეგ, რადიკალებს და მათ პატრონებს დარჩენილი აქვთ ბოლო იარაღი, რაც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება და ცდილობენ მის გამოყენებას.
„დარჩათ ერთი შანტაჟის იარაღი და რა თქმა უნდა აამოქმედეს ახლა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
შეგახსენებთ, რომ მორიგი მარცხის შემდეგ ოპოზიციამ საკუთარი ქვეყნის დასჯის სურვილით ისევ უცხოური ტურნე დაიწყო. ვერშემდგარი რევოლუციონერები ვიზალიბერალიზაციით შანტაჟს უბრუნდებიან.
1761242467
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება
„არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთი...
1761238384
ახალი ამბებიპროკურატურამ 250 კილოგრამი „ჰეროინის“, უკანონო შეძენის, შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1761237497
ახალი ამბებილევან მეხუზლა: კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ გაამართლა
„2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ, ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყ...
1761235197
ახალი ამბებიპროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...
1761233143
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო 400 გვერდზე მეტ დასკვნაში, ის ფაქტები საქართველოში არ მომხდარა
„როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ - ასე უაზრო ნარატივებით არა, უარგუმენტოდ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დ...































