ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონულ შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, რომელიც პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში მიმდინარეობს.

25 ივნისს, ფორუმის პირველ დღეს, ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობასა და არჩევნების ისტორიაზე, ასევე, ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

გიორგი შარაბიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.

პროექტის ფარგლებში ოთხი რეგიონული შეხვედრა გაიმართება და მასში სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750934131

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში“

„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლ...

შალვა პაპუაშვილი

1750932953

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში მუდმივად მზარდ როლს ასრულებს, მათი პროფესიონალიზმი ქმნის მყარ საფუძველს, სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ ს...

ირაკლი კობახიძე:

1750931571

ახალი ამბები

ეკა ჩემია კატარში საქართველოს კონსულს დავით აბსანძეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის - „12 საათიანი ლოდინის, უკიდეგანო რიგების და ქაოსის პარალელურად მხსნელად ჩვენი ქვეყნის კონსული მოგვევლინა...“

ფსიქოლოგი ეკა ჩემია კატარში საქართველოს კონსულს დავით აბსანძეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „ჩემო ძვირფასო მეგობრებო უკვე საქართველოში ვარ და კიდევ ე...

ეკა ჩემია

1750930281

ახალი ამბები

გეკა გელაძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით, ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ა...

გეკა გელაძე

1750929951

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზვიად რატიანის საქმეზე: დონორები და დიპლომატიური კორპუსი ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ, როგორ ურტყამს ხელს პოლიციას რატიანი

„ესეც, რა თქმა უნდა, არის დონორების „დამსახურება“. ჩვენ ვაფრთხილებთ დონორებს და მით უმეტეს შალვა პაპუაშვილი აქტიურობს ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით, რომ ისინი ხელოვნურად ახალისებენ, ამ შემთხვევაში, მხ...

ლევან მაჭავარიანი