ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტებისა და მედიატორის, მაკა ხაჩოშვილის აქტიურობით ნაპოვნი ემიგრანტი - რატომ ჩავიდა Chi l’ha visto ნეაპოლში

როგორც იცით, 22 იანვარს ნეაპოლში გაუჩინარებული სალომე ტეტუნაშვილი, დღეს ცოცხალი იპოვეს. რის შესახებაც ExclusiveTV-მ ასევე ნეაპოლში მცხოვრები ქართველი მედიატორის და თარჯიმნის მაკა ხაჩოშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს სააგენტოსთან, პირველებმა მივაწოდეთ საზოგადოებას ეს სასიხარულო ამბავი.

ოთხი დღის განმავლობაში, იტალიის ქართული დიასპორა ფეხზე იდგა და უამრავი ადამიანი ცდილობდა რაიმეთი დახმარებოდა გოგონას ოჯახს. სწორედ ამ მიზნით ExclusiveTV-მ და ასევე მაკა ხაჩოშვილმა სოციალურ ქსელში იტალიურ ენაზე დავიწყეთ ინფორმაციის გავრცელება. როგორც ქვემოთ მოცემული ვიდეოდანაც ირკვევა, პოლიციამ სწორედ ფეისბუკპოსტით მოახდინა სალომეს იდენტიფიცირება და შემდგომ ოჯახთან დაკავშირება. ვიდეო არის ნაწყვეტი იტალიური გადაცემიდან „Chi l'ha visto“. ეს არის გადაცემა, რომელიც დაკარგულ ადამიანებს ეძებს. მათ სწორედ მაკა დაუკავშირდა და გადაცემის ჟურნალისტი, სალომეს საქმის გამოსაძიებლად, რომიდან ნეაპოლში ჩავიდა, სადაც მას ქართველი გოგონა უკვე ნაპოვნი დახვდა, თუმცა პოლიციის მეთაურთან ინტერვიუ მაინც ჩაწერა.

შემოგთავაზებთ ინტერვიუს თარგმანს:

ჟურნალისტი: სალომე იპოვეს და კარგად არის. ახლა ვიმყოფებით სან ჯოვანი პონტიჩელის მუნიციპალური პოლიციის წინ. ცოტა ხნის წინ მოვიდა დედა, ამგვარად, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. სალომე დედას ჩაჰბარდება და სახლში დაბრუნდება.

ჟურნალისტი: კომენდანტო, სალომე იპოვეთ და კარგად არის. როგორ იპოვეთ?

პოლიციელი: ეკიპაჟმა, რომელიც პატრულირებდა დი მარეს საავადმყოფოს მიმდებარედ, დაინახა ფეხშიშველი გოგონა, რა თქმა უნდა გაჩერდა და ჰკითხა დახმარება ხომ არ ესაჭიროებოდა. შეამჩნია, რომ გოგონა უცხოელი იყო. მან ბევრი ვერაფერი ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას. რის შემდეგაც პატრული დამიკავშირდა და მე მათ ვურჩიე მისულიყვნენ დი მარეს საავადმყოფოში იმის გასარკვევად, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია მასზე. ასეც აღმოჩნდა, გოგონა იქ ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ჩვეულებრივ გაწერეს. მაგრამ ასაკი და პირადი ინფორმაცია ემთხვეოდა იმ პიროვნებისას, რომლის შესახებ პოსტიც სოციალურ ქსელებში იყო განთავსებული. ჩვენ შევამოწმეთ იყო თუ არა განცხადებული მისი გაუჩინარება, რის შედეგადაც ამოვიცანით ფოტოც და დავუკავშირდით ქართულ სათვისტომოს და შევძელით ოჯახის კოორდინატების მოპოვება. განცხადება გაუჩინარების შესახებ, კაზორიაში იქნა გაკეთებული.

ჟურნალისტი: გოგონა თავს როგორ გრძნობს?

პოლიციელი: ის თავს კარგად გრძნობს, ცოტა დაბნეულია, მაგრამ კარგად არის.

ჟურნალისტი: ცოტა ხნის წინ დედაც მოვიდა, არა?

პოლიციელი: დიახ, ახლა დედას ჩავაბარებთ და ყველაფერი ასე დასრულდება.

ჟურნალისტი: გმადლობთ, უღრმესი მადლობა!

ნინა მამუკაძე

იტალია, ფლორენცია

 

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ექსკლუზივი: სალომე ტეტუნაშვილი სავარაუდოდ ცოცხალი იპოვეს

📌  LIVE: ამ წუთებში ქართველი ემიგრანტები ფეხით მიემართებიან იმ ოჯახისკენ, სადაც გაუჩინარებული ქართველი გოგო მუშაობდა

📌 „ამ დაკარგულ გოგოზე რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელეს ამბობენ რატომ? იმიტომ რომ ცოცხალია“ - ემიგრანტის შოკის მომგვრელი წერილი

📌 საქართველოს ელჩმა და კონსულმა ნეაპოლში სალომე ტეტუნაშვილი მოინახულეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790184550

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

„საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად გან...

მაკა ბოჭორიშვილი

1790183135

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...

მაკა ბოჭორიშვილი:

1790182026

ახალი ამბები

მარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს

ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...

მარკო რუბიო

1790179717

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...

ირაკლი კობახიძე

1790178569

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა