თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა
„მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გააკეთა.
სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. კამპანიის წლევანდელი სლოგანი „გავერთიანდეთ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დასასრულებლად; უზრუნველვყოთ მართლმსაჯულება, დავიცვათ ძალადობა გამოვლილი ადამიანები, დავასრულოთ დაუსჯელობა“ გახლავთ.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისის საკრებულო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას, სხვადასხვა ღონისძიებებით, ტრადიციულად წელსაც უერთდება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, კამპანიის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის თავშესაფრებისა და იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგ ახორციელებს.
„ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია, რომელსაც თბილისის საკრებულო ტრადიციულად წელსაც შეუერთდა. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
მსოფლიო მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
1795528141
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ლემონჯავას: მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან, როგორ ამართლებენ, ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება
საკონსტიტუციო სასამართლოში, „დროას“ წევრის გიგა ლემონჯავას კითხვაზე პასუხის გაცემისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პარტიის საქმიანობის შეფასებისას გადამწყვეტი მისი...
1795527984
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი თენგო თევზაძეს: მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება
„როდესაც ვსაუბრობთ დესტრუქციული მანდატის შესახებ და დესტრუქციულ უარზე მანდატთან დაკავშირებით, აქ არის პირველ ყოვლისა, შინაარსობრივი კომპონენტი მნიშვნელოვანი. აქ არის მნიშვნელოვანი, რა მიზნით ხდება და...
1795526147
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5926 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1795525996
საზოგადოებაპოლიციამ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლი...
1795525241
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს
2026 წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ცვლილებები...




























