16 წლის ბიჭმა ნადირობის დროს, შემთხვევით 33 წლის ბიძა მოკლა - ტრაგედია საბერძნეთში

სტაბილურად მძიმე, ასე აფასებენ ექიმები 16 წლის მოზარდს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელმაც სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება მას შემდეგ სცადა, რაც ნადირობის დროს შემთხვევით საკუთარი 33 წლის ბიძა მოკლა. 

ინფარქტი მოუვიდა და საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 16 წლის ბიჭის მამაც.

საავადმყოფოშია გადაყვანილი მოზარდის დედაც, რომელიც ორსულად არის და ექიმების დახმარებით ცდილობს გადალახოს ოჯახში დატრიალებული მძიმე ტრაგედიით, გამოწვეული სტრესი და შოკური მდგომარეობა.  

2 ნოემბერს საბერძნეთში, კერძოდ არტაში მომხდარმა ოჯახურმა დიდმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 

16 წლის მოზარდმა,  რომელიც ოჯახთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, შეცდომით საკუთარ ბიძას ესროლა რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.  მოზარდმა  მისი შეცდომით გამოწვეულ ტრაგედიის სიმძიმეს ვერ გაუძლო და იმავე ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა.  

გავრცელებული ინფორმაციით 16 წლის ბიჭმა თქვა “ბიძაჩემი მოვკალი” რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღი საკუთარი მიმართულებით მიაბრუნა და გაისროლა.  

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების გუნდმა ბავშვი საავადმყოფოში ცოცხალი გადაიყვანა, დღეისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.  

ოჯახის ტრაგედია მხოლოდ ამით არ დასრულებულა, 16 წლის მოზარდის მამამ, დღეს საკუთარი ძმის დაკრძალვის შემდეგ, რომელიც სიცოცხლეს მისმა ვაჟმა გამოასალმა  ინფარქტი განიცადა, რის შემდეგაც არტას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.

ამავე საავადმყოფოს სხვა განყოფილებაშია მოთავსებული მოზარდის დედაც რომელიც მესამე შვილზე ორსულობის მერვე თვეში იმყოფება და დამოუკიდებლად უჭირს მომხდარ ტრაგედიასთან გამკლავება.  

ასევე დაგაინტერესებთ 

🔵 10 იანვრიდან საბერძნეთში დიდი ფასდაკლებები იწყება

🔵 საბერძნეთში 41 წლის ქართველი კაცი საკუთარი ცოლის და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს (ვიდეო)

🔵 4 ბავშვს "ასაფეთქებლების" გამო თითების ამპუტაცია დასჭირდა - ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრში 30 მცირეწლოვანი მიიყვანეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791698641

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ოქტომბერს საქართველოში

11 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...

ამინდი      ამინდი

1791665025

საზოგადოება

გიორგი გველესიანი: მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში - თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ამომრჩეველსაც

მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი ქვე...

გიორგი გველესიანი

1791663611

საზოგადოება

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლის კერა „დელტას“ ტერიტორიაზე მდე...

სახელმწიფო სამხედრო

1791662819

საზოგადოება

პაატა სალია: ის ადამიანები ცდილობენ ისევ სიტუაციის არევას, ვინც იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო - კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობთ: ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია სტაბილურია ციხეებში და ყოველთვის ექვემდებარება მართვას

„არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, ჩვენი მმართველობის პერიოდში ციხეებში ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება, ასევე დაცულია ის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ ცრუ ნ...

პაატა სალია

1791661410

საზოგადოება

თბილისში დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ინფორმაციისთვის, 10 ოქტომბრის ღამეს „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე...

ხანძრის ლიკვიდირება