სალონიკში დააკავეს 35 წლის ქართველი, პარტნიორის 14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით
14 წლის ბერძენი არასრულწლოვანი, დედამისის პარტნიორს, 35 წლის ქართველს, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მძიმე ამბავი, რომელზედაც ბერძნული მედია, წერს სალონიკში მოხდა.
თავის მხრივ, კაცი, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ მოზარდი ცრუობს და მსგავსი რამ არ მომხდარა. მოზარდის დედა და ძალადობაში ბრალდებული 35 წლის კაცი ამტკიცებს, რომ გოგონამ მათზე შური იძია, რადგან ისინი მისგან სწავლის გაუმჯობესებას მოითხოვდნენ და ხშირად ამის გამო კამათობდნენ.
მიუხედავად მსგავსი ჩვენებისა, მოსამართლემ ქართველი კაცის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი კაცი, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
დაკავებული ქართველი კაცის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო, გამომდინარე იქიდან, რომ მოზარდის ფსიქიატრიულ შეფასებას ელოდება პაპაგეორგიუს საავადმყოფოდან.
„ბრალდებული უარყოფდა და ახლაც უარყოფს, არასრულწლოვნის ბრალდებებს. ბავშვის დედაც მხარს უჭერს დაკავებულს და იმავეს ამბობს“,- აცხადებს, ადვოკატი.
საჩივრის მიხედვით, არასრულწლოვნის 30 წლის დედის პარტნიორმა 35 წლის კაცმა, ისარგებლა დედის სამსახურში ყოფნით და არაერთხელ ჩაიდინა სექსუალური ქმედებები არასრულწლოვნის მიმართ, პირველად ექვსი წლის წინ, ბოლოს კი, ექვსი თვის წინ.
35 წლის ქართველი, გუშინ, შუადღისას, თესალონიკის უშიშროების დირექტორატის არასრულწლოვანთა დაცვის ქვედირექციის პოლიციის თანამშრომლებმა, შესაბამისი ორდერით, არასრულწლოვნის საჩივრის საფუძველზე დააკავეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"ქართველი ქალები ყველანი ლამაზები არიან" - ინტერვიუ ქართული ფანოღის ვარსკვლავ ალესანდრო კარუზოსთან
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...
1794409444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით
„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...
1794405675
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...






























