ფიქრია კუჩუხიძე: „ჩემი ხმაურის მიღმა, სამარისებური სიჩუმეა და ამ სიჩუმის ფასი მხოლოდ მე ვიცი“
ქართველ ერს, ქვეყნის ეპოქალურად გარდამტეხი პერიოდი უდგას. ქვეყანაში, წლებია სხვა და სხვა პოლიტიკური კულტურისა და გემოვნების მქონე თაობების მენტალური ჭიდილი მიმდინარეობს. ამის ფონზე კი საქართველო, ეკონომიკური სიდუხჭირის მარწუხებისგან თავის დაღწევას ლამობს, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები გამოსავალს ემიგრაციაში პოვებენ. შესაბამისად ემიგრაცია ისტორიის წერას იწყებს და მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში მიმოფანტული თანამემამულეების ამბებს, წლების მიხედვით ემიგრაციის ბიბლიოთეკის თაროებზე ალაგებს.
დღეს exclusivetv.ge-ს მკითხველს, ძველი თაობის ემიგრანტის, იტალიაში მოღვაწე ქართველი ქალბატონის, ფიქრია კუჭუხიძის ისტორიის შესახებ მოგითხრობთ, რომელმაც სპარტანული შრომის ფასად შეძლო, იტალიაში წარმატებული ქართველის სტატუს ფლობდეს.
- ემიგრანტობა, სხვა მრავალი ქართველის მსგავსად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო გადავწყვიტე. 2011 წლის მარტში, ჩემს ოცნებად ქცეულ ქვეყანაში, იტალიაში, კონკრეტულად კი ქალაქ ბარში, სადაც წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებია დასვენებული, დავიდე ბინა. მას შემდეგ ქალაქ ბარში ვცხოვრობ.
წარმოშობით აბაშიდან ვარ. პროფესიით ქორეოგრაფი გახლავართ. ბათუმის კულტურის ინსტიტუტი დავამთავრე. აბაშის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჰარიმა“-ს მოცეკვავე გახლდით და ასევე ასლან აბაშიძის სტიპენდიატი. ოთხი დედმამიშვილი ვართ, სამი და მყავს. როცა მამა გარდაიცვალა, ოჯახის რჩენის ფინანსური ტვირთი მხრებზე დაგვაწვა. ასე გადიოდა წლები. რთული გზა გავიარე საქართველოშიც.

ემიგრაციაში გაუაზრებლად წამოვედი. ყურებში ზარივით მესმოდა ხმა, უნდა წავიდე, წავიდე, წავიდე. სულიერი გარდატეხის გზას გავდიოდი. მონაზვნობაც მინდოდა. ექვსი თვე ტაძარში გავატარე. უფალს სწორი გზის ჩვენებას შევსთხოვდი. ჩემი ხმაურის მიღმა, სამარისებური სიჩუმეა და ამ სიჩუმის ფასი მხოლოდ მე ვიცი.
ვერ ვიტყვი, რომ ემიგრაციაშიც ია-ვარდებით მოფენილი გზა გავიარე. იყო უმძიმესი დღეები, რომლებიც თვეებმა ჩაანაცვლეს. ჯერ კიდევ სცენის და სასცენო სამოსის სუნი მქონდა ჩამოყოლილი, მეგონა ცეკვას შევძლებდი, საკუთარ თავს სხვაგან ვერც ვხედავდი, თუმცა ეს, როგორც ჩანს, ჩემი იმ დროინდელი გულუბრყვილო განცდებისა და ფიქრების შედეგი იყო.
იტალიაში ჩამოსვლის და ადაპტაციის პირველ პერიოდში, რატომღაც მეგონა, რომ მაყურებლის გულწრფელი ტაშის და აპლოდისმენტების მსგავსად, რომლითაც სცენაზე ყოფნისას პუბლიკა მაჯილდოვებდა და მათი მჯეროდა, აქაც დავიმსახურებდი მსგავს შეფასებას.
სიმართლე, რომ გითხრათ, თავდაპირველად იმდენად მონდომებული ვიყავი საკუთარი თავი ქორეოგრაფიაში დამემკვიდრებინა, რომ პირველი იტალიურ-ქართული ასოციაციის დახმარებით, რომლის ფუძემდებელიც იყო ანჯელო ჩირონე და ლუიზა ტაბეშაძე, საშუალება მომეცა პირველი ნაბიჯები გადამედგა, იტალიაში ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით. არაერთი კონცერტი ჩავატარეთ, რომელიც იტალიელ მაყურებელში დიდ ინტერესსა და მოწონებას იმსახურებდა, მეც ბედნიერი ვიყავი საკუთარი საქმიანობით, მაგრამ სამწუხაროდ ახალბედა ემიგრანტისთვის მხოლოდ ქორეოგრაფია ვერ იქნებოდა შემოსავლის წყარო. ბუნებრივია მჭირდებოდა სამსახური. ჩემი მიზნები გვერდზე გადავდე და სრულად ჩავიკარგე ემიგრაციის ყოველდღიურობაში.

ჩემი ემოციური ბუნება ხელს მიშლიდა ადვილად შევგუებოდი ემიგრაციის რთულ პირობებს. ძნელი იყო პირველი ნაბიჯები. იყო ცრემლებით სავსე დღეები. წლები გადიოდა, მე ისევ ემიგრაციის მძიმე ტვირთს ვეზიდებოდი, როცა ჩემს ცხოვრებაში იტალიელი ცოლ-ქმარი ლილიანა დი მარტინო და ჯოვანი ქასანოს ოჯახი გამოჩნდა. ეს გახლდათ პედაგოგისა და ადვოკატის ოჯახი, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში. ისინის, ჩემი იტალიური ცხოვრების, პირველი ნათელი წერტილი აღმოჩნდნენ.
ჩემი ემიგრანტული ცხოვრების, მეორე სასწაული მაშინ დაიწყო, როცა სანდრა პატრონატოს და ჟურნალისტ, ჯიანლუიჯი დე ვიტოს ოჯახი გავიცანი, ამ ადამიანებმა ჩემი ცხოვრების ახალი ეპოქა შექმნეს, ისინი დღეს ფიქრია კუჭუხიძის ცხოვრების მთავარი ადამიანები არიან, 10-წლიანი მეგობრობით გამყარებული.
ზემო ხსენებულ, ორივე ოჯახს მჭიდრო კავშირები ჰქონდათ იტალიაში არსებულ საემიგრაციო საქმიანობებთან. თავდაპირველად რეკომენდაციას კულტურული მიმართულებით მიწევდნენ და მეხმარებოდნენ სხვა და სხვა პროექტების განხორციელებაში, მაგრამ როცა ჩემში სხვა პოტენციალიც დაინახეს, ერთხმად დაიწყეს ჩემი ამ მიმართულებით განვითარება.

თავდაპირველად, იდეა, რომ მე საემიგრაციო საქმიანობით დავკავებულიყავი იმ ბიუროკრატიული საკითხების არსებობამ გამოიწვია, რომელსაც ჩემი დოკუმენტების მოწესრიგების დროს გადავაწყდით. დავიწყე განვითარება. ნელ-ნელა ვფურცლავდი საემიგრაციო საკითხების უთვალავი ნიუანსებისგან შემდგარ საკითხებს და პრაქტიკაში ვახორციელებდი. თავდაპირველად, ემიგრანტებს საკუთარი გამოცდილებით მიღებული ცოდნით ვუწევდი რეკომენდაციებს, ვეხმარებოდი, დავყვებოდი სხვა და სხვა ორგანიზაციებში, ცოდნაც მემატებოდა და გამოცდილებაც. იყო წარუმატებლობები, საქმიანობაში ხელის შეშლის ხელოვნური მცდელობები, თუმცა არცერთ წინააღმდეგობას არ ვუშინდებოდი.
2015 წელს ასე აღმოვჩნდი „სინდაკატო ჩიზლთან“ არსებული მსოფლიო საემიგრაციო ორგანიზაცია „ანოლფი“-ს პულიის რეგიონის სათავო ოფისში, ოპერატორად.
დღეს ჩემი საქმიანობის სფეროებს ემიგრანტებს დახმარება წარმოადგენს. ემიგრანტებს ვეხმარები სოციალური საკითხების მოგვარებაში, ჯანდაცვის საკითხებში, პირადი ექიმის აყვანაში, ასევე იურიდიული საკითხების მოგვარებაში, რომლის ფარგლებში ვთანამშრომლობ „ანოლფი“-ს იტალიელ ადვოკატითან მარია ლაურა დი ბელლოსთან, რომელიც გარდა პროფესიონალიზმისა, მაღალი ადამიანური ბუნებით გამოირჩევა და არის არაჩვეულებრივი პიროვნება. სწორედ ქალბატონი მარია ლაურა დი ბელლოს დამსახურებით ვახერხებ თანამემამულეებს დახმარება გავუწიო ისეთ საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ასევე ემიგრანტებს დახმარებას ვუწევ ლეგალიზაციის დოკუმენტების მოგვარებაში, დამსაქმებლის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო დარღვევბის აღმოფხვრაში, ფულადი კომპენსაციების მიღებაში, არასრულწლოვანი შვილებით მყოფ პირებს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოპოვებაში, ქორწინების, ოჯახის გაერთიანების და ე.წ. „აზილო პოლიტიკო“-ს მიღებაში. ჩემი საქმიანობა მრავალ ფუნქციურია და ის მთლიანად ემიგრანტთა უფლებებს და მოვალეობებს ეხება. ასევე გახლავართ „Commisione Teritoriale per il riconoscimento della protezione internazionale“ (თარჯიმანი). „ანოლფ“-მა საშუალება მომცა იტალიაში მყოფ, ჩვენს თანამემამულეებს დავხმარებოდი. ქართველ და უცხოელ ბავშვებს, სხვა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობით ვუადვილებდით ინტეგრაციის პროცესს. ჩვენი ორგანიზაციის მეშვეობით არაერთი ქართველი ბავშვის წარმატების ტრამპლინი გავხდით. ეს ურთიერთობები დღემდე გრძელდება.

დღეს ვარ სრულად რეალიზებული ადამიანი, რის გამოც მადლობას ვწირავ უფალს. ემიგრაციის საწყის ეტაპზე ჩემი ემიგრანტული ცხოვრების გზის ამ ფორმით განვითარებაზე ვერც კი ვიფიქრებდი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შევძელი.
დღეს მე მაქვს ორი სამშობლო, საქართველო და იტალია და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო რომ ჩემი ოცნების ქვეყანაში ოცნებებიც სრულდება.
თითოეულ ემიგრანტს ვუსურვებ წარმატებას და ვეტყოდი, რომ არ დანებდნენ. იტალია არის ქვეყანა, სადაც შრომას ყოველთვის აქვს ფასი და სადაც არასდროს დაგიკარგავენ მცირე ნიჭსაც კი.

და ბოლოს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ნუ მიაქცევენ ყურადღებას ჩემს ფიცხ ხასიათს, ეს განვლილი ცხოვრების ნარჩენი სევდაა და რომელიც ყოველდღე მაფიქრებს ადამიანის სიმცირეზე, ასევე თუ რამდენად დიდია უფლისკენ მიმავალი გზა, რომელიც მხოლოდ სიკეთის კეთებით და სიყვარულით დაიძლევა.
ესაუბრა: ხათუნა შარაძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1781727736
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: რიგი წევრი ქვეყნები აქტიურად აფიქსირებენ, რომ არ ემხრობიან ბრიუსელის „გაბუტულობის პოლიტიკას“, თუმცა ბრიუსელს უჭირს დიალოგის დაწყება, არიან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ წინაპირობები დააყენონ დიალოგის განახლებისთვის
მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით შეცვლილია, რიგ წევრ ქვეყნებში ეს პოზიცია აქტიურად ფიქსირდება, რომ ისინი არ ემხრობიან ბრიუსელის „გაბუტულობის პოლიტიკას“, თუმცა ბრიუსელს უჭირს დიალოგის დაწყება, არი...
1781727707
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: თუ ევროკავშირი იწყებს გზების ძიებას როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის
მთავარი კითხვა არის ის, არის თუ არა ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის? თუ ევროკავშირი იწყებს გზების ძიებას როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევრ...
1781727625
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე, ან შეზღუდული უფლებებით. არამხოლოდ თურქეთი, ძნელად წარმომიდგენია დასავლეთ ბალკანეთის ბევრი ქვეყანაც
ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე, ან შეზღუდული უფლებებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მა...
1781722892
მსოფლიოCNN: ტრამპი აცხადებს, რომ ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ „შეცდომები ხდება“, როდესაც საქმე ეხებოდა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ დღეს ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმას, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ...
1781721087
მსოფლიოაშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულია აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი, რომელიც ჟურნალისტებთან ბრიფინგზე აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TIME-ი ავრცელებ...


























