ემიგრანტი იტალიიდან: “კოვიდი მაქვს, მაგრამ კარანტინში ვერ დავჯდები, ჩემს შვილებს შიათ"

ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში, ფეისბუკმომხმარებელი სახელად „MA RI“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მას ძირითადად აკრიტიკებდნენ, მაგრამ გამოჩნდა რამდენიმე ისეთი ადამიანიც, რომელმაც ამ ადამიანის საქციელი გაამართლა. პოსტს საერთო ჯამში იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა, რომ ავტორმა გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში წაშალა. ჩვენ ამ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე დღის წინ კოვიდი დამიდასტურდა, მაგრამ არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ჩემი მეგობარი გახდა ცუდად, ტესტი გაიკეთა და დადებითი პასუხი რომ მოუვიდა, მეც გავიკეთე აფთიაქში ნაყიდი ტესტი, იმიტომ რომ იმ დღეებში სულ ერთად ვიყავით.

პასუხი დადებითი იყო, მეორე ტესტიც ვიყიდე, იმიტომ რომ გაგონილი მქონდა აფთიაქის ტესტები ცდებოდა. მეორე ტესტმაც დადებითი მიჩვენა. არავისთვის მითქვამს, აქაც იმიტომ ვწერ ყალბი პროფილით, რომ ნამუსი მაწუხებს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. კოვიდიანი ვაგრძელებ მუშაობას. ის ნიღაბი მიკეთია, ყველაზე კარგად რომ იცავს და ხელთათმანებით ვმუშაობ. ვიცი, არ შეიძლება რასაც ვაკეთებ, მაგრამ ვალებს კოვიდი ვერ გადამიხდის და ვერც ჩემს მშიერ შვილებს დააპურებს საქართველოში. ვიცი გამლანძღავთ, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ, მგონია, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას"- წერს ემიგრანტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიამ FFP2 ტიპის ნიღბები გააიაფა

📌 Super Green Pass-ის გარეშე იტალიაში ვეღარ იმუშავებ?!

📌 დღეიდან კოვიდის საწინააღმდეგო აბი ხელმისაწვდომი იქნება იტალიაში: როდის და როგორ გამოვიყენოთ იგი

📌 2021 წელს იტალიაში 67 000 მიგრანტი ჩავიდა, რაც, 2020 წელთან შედარებით გაორმაგებული ციფრია

📌 „ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული... ოთხი წლის ბავშვით ხელში... უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ისტორია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792084456

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...

მარიამ ქვრივიშვილი

1792081777

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...

მარიამ ქვრივიშვილი