ჩემი ცხოვრების სევდიანი სტატისტიკა: „სულ მეკიდა რა მოვიდოდა, იმიტომ რომ ძლივს ის მოვიდა, ვინც მინდოდა“
ჩემი ცხოვრების სევდიანი სტატისტიკა: დაბადებიდან 2 წლამდე იყო - დაიძინე თორემ გუდიანი კაცი მოვა;
2-დან 5-მდე: თეფში მოასუფთავე თორემ უშნო ქმარი მოვა და წაგიყვანს;
5-დან 15-მდე: ორიანი არ მიიღო, თორემ სკოლაში დედაშენი მოვა და მერე უტატატატაააა;
15-დან 18-მდე: ხმადაბლა იმღერეთ და ნუ ხმაურობთ, თორემ პოლიცია მოვა;
18-დან 23-მდე: პრინცი მოვა;
23-დან 28-მდე: შუქი მოვა!
28-დან 40-მდე: ბედნიერება მოვა;
40-დან 45-მდე: ყაზარმული მოვა! ბრძანება მოვა!
45-დან 50-მდე: სულ მეკიდა რა მოვიდოდა, იმიტომ რომ ძლივს ის მოვიდა, ვინც მინდოდა
ნუ შიგადაშიგ სულ იყო:
ახლა ზვიადი მოვა თეთრი ცხენით;
ინკასატორი მოვა;
"მოვა მაიიისიიი შენ კი აღააარ დამელოდეეებიი"
ქვითარი მოვა;
"თუ სიბერე მოვაა"
გუგავა მოვა;
- ცოტაც მოითმინეთ და დესერტიც მოვა;
კომისია მოვა;
თოვლი მოვა;
ჩვენი დროც მოვა;
და
როგორც ვატყობ, 51-დან ვინემ არ გარდავიცვლები...
უფრო ზუსტად კი, 2012-დან დღემდე და აწ და მარადის სულ იქნება აწი:
- ამათ მიეცი ხმა თორემ მიშა მოვა!!!
გიგა მოვა! ბაჩო მოვა! ვანო მოვა.!.. აწი უკვე: გახარია მოვა!
და ბოლოს,როცა უკვე მეგონა რომ წყნარი სიბერე მოვიდა, ამის ნაცვლად დაიწყო ახალი:
მესამე ტალღა მოვა! პიკი მოვა! ასტრა-ზენეკა მოვა! „მოდერნა“ მოვა! და თუ პირბადეს მოიხსნი, ჯანმოს შავი კაცი მოვა!
ლოდინში გავიდა ცხოვრება...
ელიოზი ვაარ მამაძალი, ხეზე რო მოკვდაა?
ავტორი: ნინო ახობაძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1795592995
ახალი ამბებითბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დააფინანსა
თბილისის მერიის მიერ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის „აქტემრას“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, ძვირადღირებული მედიკამენტი 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შეს...
1795592243
ახალი ამბებიფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
გავრცელებული ცნობით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ახალგაზრდა კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის და...
1795591048
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცებს“ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს
„კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჩვენებენ“, - ამის შესახე...
1795590552
მსოფლიო2025 წელს 200 000 ქალი გერმანიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა
2025 წელს გერმანიაში დაახლოებით 200 000 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქალების და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის რაოდენობა პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუ...
1795589831
ახალი ამბებისამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მრ...































