ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსად ქცეული გახარია თუ მუხრუჭებს ინარჩუნებს, ნაპროკურორალი მეზვრიშვილი და თოლორაია ისე ყინჩად გვესაუბრებიან, თითქოს ადეიშვილის სისხლიანი პროკურატურის შემოქმედები არ ყოფილიყვნენ - ნანა კაკაბაძე

ეს ტექსტი იმდენად ძველი და გაცვეთილია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას განდიდებული და შემდეგ იქიდან რადიკალურ ოპოზიციაში გადასული ყველა პოლიტიკანი ამ სიტყვებით ცდილობდა ღალატის გამართლებასა და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ამ ყველაფრის მნახველებს სულ არ გაგვიკვირდება, რომ დღევანდელი ხელისუფლების რომელიმე გავლენიანი ხვალ ყველაზე რადიკალ ოპოზიციონერად მოგვევლინოს.

„ხელუსუფლებიდან ოპიზიციაში გადაბარგებული ყინჩები. ოპოზიციაში გადასვლისას თვალახელილი არარაობები აბა, ვის გახსოვთ? სიტყვები: „სანამ ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მანამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, დემოკრატია და ეკონომიკა ყვაოდა. ევროპული კურსი იყო შეუქცევადი. სასამართლო- სამართლიანი, ხალხი- კმაყოფილი და ა. შ. ჰოდა, იმიტომ წამოვედით ოპოზიციაში, რომ უმაღლესმა ხელისუფალმა ევროპულ დემოკრატიას გადაუხვია და დაადგა ადამიანის უფლებების დარღვევის გზას. სასამართლო გახდა უსამართლო. ქვეყანა დაადგა დიქტატურისა და ტირანიის გზას“ - ეს ტექსტი იმდენად ძველი და გაცვეთილია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას განდიდებული და შემდეგ იქიდან რადიკალურ ოპოზიციაში გადასული ყველა პოლიტიკანი ამ სიტყვებით ცდილობდა ღალატის გამართლებასა და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას.

ამას ამბობდნენ თავის დროზე შევარდნაძის პოლიტიკური დასაყრდენები ჟვანია და სააკაშვილი 2001 წელს, შემდეგ ჯერ სააკაშვილის და შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკური საყრდენები, რესპუბლიკური პარტიის ვარსკვლავბიჭუნები (ძმები ბერძენიშვილები, ენჯეოშნიკი უსუფაშვილ-ხიდაშელები), ცოტა მოგვიანებით - სააკაშვილის სახელისუფლო საყრდენები ბოკერია-უგულავა-ოქრუაშვილ-ბაქრაძეები, მერე - ერთ დროს ივანიშვილის საყრდენები სანიკიძე-ჩუგოშვილები, ჯაში -ფოფხაძეები და ბოლოს - გახარია-მეზვრიშვილ-თოლორაიები.

ამ ყველაფრის მნახველებს სულ არ გაგვიკვირდება, რომ დღევანდელი ხელისუფლების რომელიმე გავლენიანი ხვალ ყველაზე რადიკალ ოპოზიციონერად მოგვევლინოს. ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ სუბიქტთა კოჰორტაში ყველაზე გამორჩეული ბოლოს ჩამოთვლილი სამეულია.

არსაიდან მოსული და ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსად ქცეული გახარია თუ მუხრუჭებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, ნაპროკურორალი მეზვრიშვილი და თოლორაია ისე ყინჩად გვესაუბრებიან, თითქოს ადეიშვილის სისხლიანი და ბანდიტური პროკურატურის აქტიური შემოქმედები არ ყოფილიყვნენ.

შემდეგ ვითომც არაფერიო, ისე გააგრძელეს პროკურორობა ივანიშვილის პროკურატურაში, სადაც პერიოდულად ძველი კოლეგების დანაშაულებრივ ქმედებებს ისე „აღმოაჩენდნენ,“ვითომ თვითონ არ ყოფილიყვნენ იმ დანაშაულების თანამონაწილენი.

გავიდა ხანი. გახარიას წყალობით მეზვრიშვილი მთავრობაში გადავიდა, მეზვრიშვილის წყალობით თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორი გახდა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. უეცრად, კრიტიკულ მომენტში გახარიას შიშის გამო ფეხი დაუცურდა (ან შეგნებულად შესრიალდა ნაცების ბანაკში), ორი დაქალიც გაიყოლა, დაიწყეს ყოფილი კოლეგების ძირის გამოთხრა - მეზვრიშვილმა ოპოზიციიდან, თოლორაიამ - ხელისუფლების შიგნიდან.

ახლა ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მეზვრიშვილი ცდილობს მკვეთრად გამიჯნოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის მსჯავრის დადება, ვინაიდან დევნის დაწყების დროს ხელისუფლებებაში იყო, ხოლო მსჯავრის დადების დროს - ოპოზიციაში.

აი ასე, გაორებულ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ხელისუფალნი ისე იბლანდებიან უღირსი პოზიციების გამართლების მცდელობებში, რომ ხალხში მხოლოდ ირონიასა და შეცოდებას იწვევენ“, - წერს კკაბაძე Facebook-ზე.

ასევე წაიკითხეთ:

🔵რაც შეეხება ალენ დელონის ევთანაზიას... - რას წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური კინოს მსოფლიო ლეგენდაზე

🔵პუტინს კანადაში შესვლა აეკრძალა

🔵რომში მიწისძვრა მოხდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795203061

ახალი ამბები

წილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ

გადაწყვიტეს, რომ ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე მიიღონ იმგვარი რეგულაციები, რომელიც სამომავლოდ 10-წლიან მორჩილებაში ამყოფებს წევრებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ევრონიუსის...

ნინო წილოსანი

1795201813

მსოფლიო

ტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობით 1945 წლის იალტის კონფერენციას შეადარა – „ეს საოცარი მოვლენა იყო“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრას „სამეულის სამიტი“ უწოდა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრა „ნა...

დონალდ ტრამპი

1795200707

ახალი ამბები

შაკო კუჭაშვილი ნიკო მანაგაძეზე: საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ოპოზიციონერ ნიკო მანაგაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. კერძოდ, კუჭაშვილი აზიარებს მანაგაძის პოსტს, რომელიც ფო...

შაკო კუჭაშვილი

1795198071

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე...

 დავით მათიკაშვილი

1795196078

ახალი ამბები

მანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო დიალოგი გაიმართა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის საგარ...

დიალოგი გაიმართა