"ბავშვებზე მზრუნველობა ნონას ძმამ აიღო, რომელსაც, ასევე 2 შვილი ჰყავს. გვერდში დავუდგეთ ამ ოჯახს " - ქმრის მიერ მოკლული ნონა ჭაბაშვილის შვილები საზოგადოებისგან დახმარებას საჭიროებენ

ქმრის მიერ მოკლული ნონა ჭაბაშვილის შვილები საზოგადოებისგან დახმარებას საჭიროებენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ - ბავშვებზე მზრუნველობა მოკლული ქალის ძმამ აიღო.

"მოგესალმებით, მეგობრებო!

ყველა გაიგებდით ლაგოდეხში მომხდარ შემზარავ ამბავს, ჩვენი ნონა ჭაბაშვილის შესახებ.

ყოფილმა მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა და 3 ანგელოზი დააობლა, 3 დედაზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი.

ბავშვებზე მზრუნველობა ნონას ძმამ აიღო, რომელსაც, ასევე 2 შვილი ჰყავს.

ისინი ერთდროულად 5 შვილის მშობლები გახდნენ.

მოგეხსენებათ რამდენი რამ სჭირდებათ ბავშვებს.

სამწუხაროდ, ჩვენ დედიკოს ვეღარ დავუბრუნებთ პატარა ანგელოზებს, მაგრამ მინდა მოგმართოთ თხოვნით, ვისაც რისი შესაძლებლობა და საშუალება გვექნება ფინანსურად, სულ მცირედითაც კი, გვერდში დავუდგეთ ამ ოჯახს და ვაგრძნობინოთ ჩვენი მხარდაჭერა.

ნონას ბიჭებისთვის - საბანკო რეკვიზიტი  თიბისი ბანკი:
#GE72TB7511445061100013

მიმღები დავითი ჭაბაშვილი (ნონას ძმა)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქალი ყოფილმა მეუღლემ ჯერ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. ტრაგიკული შემთხვევა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა. მომხდარი მალევე შეფასდა უბედურ შემთხვევად. თუმცა, მოგვიანებით ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. მეზობლების ვერსიით, კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გაგუდა, ბავშვები სახლიდან წაიყვანა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბუნებრივი აირი გაუშვა.

სხვა სიახლეები:

🔳 ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა, შემდეგ კი სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა

🔳 მიხეილ სააკაშვილი: რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან

🔳 ნათია მეზვრიშვილი: ჩვენი პარტია ისევ გამორიცხავს "ნაციონალურ მოძრაობასა" და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას 

🔳 ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა - რა მდგომარეობაა ამ მხრივ საფრანგეთში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში

🔳 „რუსთავი 2“-მა  ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემების „პრაიმშოუ” და „ნოესთან” ფორმატი დააკოპირა?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794421665

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...

არჩილ გორდულაძე

1794418145

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს

„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...

გიორგი კახიანი

1794417130

ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...

ყვითელი ლენტი

1794415878

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი