„რუსთავი 2“-მა  ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემების „პრაიმშოუ” და „ნოესთან” ფორმატი დააკოპირა?

„რუსთავი 2“- მა  ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემების „პრაიმშოუ” და „ნოესთან” ფორმატი დააკოპირა?

ის გადაცემა, რომლის ანონსი სოციალურ ქსელში გამოჩნდა, ძალიან ჰგავს ტელეკომპანია „იმედის“ ყოველკვირეულ გადაცემას „პრაიმშოუ“.

გადაცემა „პრაიმშოუს“ 6 წამყვანი - ნოე სულაბერიძე, ნინი ბადურაშვილი, ანრი ჯოხაძე, ირაკლი მაქაცარია, სალომე ღვინიაშვილი და ნინო ნადირაძე არიან.  შოუს სტუმრები აქტუალურ თემაზე ცხარე დისკუსიას მართავენ.

„მწვავე დებატები, კითხვები და პასუხები ასპექტებზე, რომლებიც ამბების მიღმა რჩება. გადაცემა, სადაც წამყვანები საზოგადოებას ნაცნობი მოვლენების უცნობ მხარეებს აცნობენ. ექვსი ვარსკვლავი ერთმანეთის პირისპირ წამყვანის ამპლუაში და დარბაზი, რომელიც ყველა გადაცემაში მათგან საუკეთესოს გამოავლენს. “, - ასეთი აღწერა აქვს გადაცემას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

„პრაიმშოუს“ მაღალი რეიტინგი აქვს და ხშირად  მისი თემები საზოგადოების განსჯის საგანი ხდება.

ანალოგიური ფორმატი ექნება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალ გადაცემას, რომელსაც „ღამის პრაიმ ტაიმი“ ჰქვია.

როგორც სოციალურ ქსელში „აფხაზური ამბები“ წერს, გადაცემას 6 ყველასთვის კარგად ნაცნობი სახე: ნინო ჩხეიძე, ანა ჩირაძე, ზურა ხაჩიძე, ბაჩო კოლელიშვილი, ავთანდილ ცქვიტინიძე და ნიკა ხაჩიძე წაიყვანს. ცნობილია, ისიც რომ გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ გავა.

ეს ერთადერთი გადაცემა, არ არის, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში გადის და რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ანალოგია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის - „ნოესთან“.

 

 

ორივე შემთხვევაში წამყვანს ჰყავს ერთი რესპონდენტი და საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომელიც მეტ-ნაკლებად მაყურებლისთვის დღემდე უცნობია.

 

 

გარდა შინაარსობრივი მსგავსებისა, გადაცემა „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან”  „ნოესთან“  სტუდიით და განათებითაც ფაქტობრივად  არ განსხვავდება.

ასევე საინტერესოა:

🔵 საქართველოში ბიოკვერცხი გაიყიდება

🔵 შეგიძლიათ თუ არა, იტალიური საბუთით, ევროპის სხვა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრება და მუშაობა?!

🔵 WHO: ფაქტები და მითები „ომიკრონის“  შესახებ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794418145

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს

„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...

გიორგი კახიანი

1794417130

ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...

ყვითელი ლენტი

1794415878

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა