"დამიკავშირდა სასამართლოს წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში" - ბექა ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა დაურეკა და შეატყობინა, რომ გაკეთდება მოთხოვნა საქართველოს ექსპრეზიდენტის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ.

ბასილაიას თქმით, ახლა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვალდებულები არიან, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ.

"დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, სასამართლომ თქვა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში.

ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს, მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია.

არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი, ხვალინდელი პროცესის სასამართლოში არ გამართვასთან და მიხეილ სააკაშვილის არ გადაყვანასთან დაკავშირებით",  - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მანამდე, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "რუსთავი 2-"ის განაცხადა, რომ სამინისტრო მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს გამო ციხის ტერიტორია არ დატოვოს.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, მე-40 დღეა შიმშილობს.

სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

ამავე თემაზე:

🔲 "ჯოჯოხეთური მდგომარეობაა, მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია" - ბექა ბასილაია გლდანის სამკურნალო დაწესებულებაზე

🔲 "გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა" - მიხეილ სააკაშვილი

🔲 "ნაციონალური მოძრაობა" 19:00 საათზე პარლამენტთან მორიგ აქციას გამართავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788290032

მსოფლიო

„თუ ირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს, კიდევ უფრო მძიმედ დავარტყამთ“ - ტრამპი ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებზე დარტყმებს ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს და აღნიშნა, რომ დარტყმები გაგრძელდება. როგორც ტრამპი Trut...

დონალდ ტრამპი

1788287222

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პოლიციამ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრო...

 თამაზ ელიზბარაშვილი

1788286087

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის სამხედრო ძალები ადასტურებენ, რომ ირანში სამიზნეებზე განახლებული დარტყმები განახორციელეს. „აშშ-ის ძალებმა დაიწყეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ობიექტებზე იერიში ირანში. დარტყმები...

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

1788281842

ახალი ამბები

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. არსებული ცნობით, ცხედარი ჭალათის მყინვარის მიმდებარედ ნახეს....

ლენტი ლენტი

1788279677

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა

ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...

ნეპალში წყალდიდობა