ლაშა, გენიალურო, შენს წერილს შემოვინახავ როგორც უძვირფასეს რელიკვიას ჩემი არქივისთვის - მიხეილ სააკაშვილი

მწერალ ლაშა ბუღაძე გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს.

“ლაშა გენიალურო, მივიღე შენი წიგნები და უნდა ჩავუჯდე. ახლა ბოლომდე შენს წერილს შემოვინახავ, როგორც უძვირფასეს რელიკვიას ჩემი არქივისთვის. გული გამითბო ამ წერილმა და პათეტიკის გარეშე, ფრთები შემასხა ხვალინდელი პროცესისთვის. ძმური სალამით და მადლიერებით,- წერს მიხეილ სააკაშვილი ლაშა ბუღაძეს.

წერილს სოციალურ ქსელში თავად ლაშა ბუღაძე აქვეყნებს და წერს:

“პრეზიდენტ სააკაშვილს, ვფიქრობ, არ აშინებს არც სიტყვა რეფლექსია, არ აკომპლექსებს სიტყვა “ბოდიში” ან “შეცდომა” და, რაც მთავარია, არ აშინებს პრობლემებისთვის თვალის გასწორება, მით უმეტეს, არ აქვს აკვიატება ჩემს მსგავსს კრიტიკულ დამკვირვებელთა მიმართ, რომლებიც დაკვირვების გარდა, ამ უდავოდ ისტორიულ პროცესს ადევნებენ თვალს და გარკვეულწილად, ამ პროცესის ერთგვარ თანამონაწილედაც კი მიიჩნევენ თავს.

დღეს მისგან კიდევ ერთი ბარათი მივიღე და თავს სწორედ იმიტომ მივეცი მისი საჯაროდ გამოდების უფლება, რომ კიდევ ერთხელ შევახსენო ზოგიერთ “ყველგან მტრის მაძიებელ” ფსევდომორალისტს, რომ ივანიშვილის ციხეში ცოცხალი ადამიანი ზის და არა საკრალურ-სამსხვერპლო კულტის ობიექტი. ხვალინდელ სხდომას კი წინანდელივით დიდი გულისყურით მივადევნებ თვალს.

დიდი მადლობა ეკა ხერხეულიძეს, რომელმაც ჩემგან გაგზავნილი წიგნები გადასცა მესამე პრეზიდენტს”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵აშშ-ში "ომიკრონის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული პირი სრულად ვაქცინირებულია

🔵2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - სიკეთის მომცემი მზის დღეა

🔵მინისტრის მოადგილე და საქართველოს ელჩი იტალიაში, მარკეს რეგიონის პრეზიდენტს და ანკონას მერს შეხვდა

🔵ხელ-ფეხი ხშირად გეყინებათ? - რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მოიქცეთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788279677

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა

ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...

ნეპალში წყალდიდობა

1788277123

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...

ლევან ჟორჟოლიანი

1788276565

ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...

ქართულმა ოცნება

1788275376

ახალი ამბები

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1788272453

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...

მიხეილ სააკაშვილი