მაკა ბოჭორიშვილი: ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება, რომ ჩვენი, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია სათანადოდ იყოს განხორციელებული
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სწორედ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება იმისათვის, რომ ჩვენი, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია სათანადოდ იყოს განხორციელებული“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავის 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“.
ბოჭორიშვილის თქმით, ეს არის ის რეგიონი, რომელიც ერთგვარად განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობები.
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სწორედ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება იმისათვის, რომ ჩვენი, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია სათანადოდ იყოს განხორციელებული.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები უშუალო მეზობლებთან. საუბარია თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე - სამივე ქვეყანასთან საქართველოს აქვს ძალიან კარგი, სტრატეგიულ დონეზე აყვანილი ურთიერთობები. ამის შემდეგ იწყება უფრო ფართო რეგიონი და ეს აღმოსავლეთით არის ცენტრალური აზია და ცენტრალური აზიის ქვეყნები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1776283928
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება. როგორც მინისტრმა...
1776283619
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები
„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშ...
1776283337
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიალოგის ინტენსიური ფორმატები არსებობს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ასე გაგრძელდება
ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...
1776282886
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე
„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე“...
1776280917
საზოგადოებასალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ...


























