მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება სრულიად უსამართლოა, თუმცა არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სრულიად უსამართლოა.
ასევე, როგორც მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, გარდა იმისა, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის:
„დღეს ნამდვილად ბევრი ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ჩვენს ურთიერთობებში, რეალურად პოლიტიკური დიალოგის არქონის პირობებში, მაშინ, როდესაც ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან შეწყდეს პოლიტიკური დიალოგი და უკვე წელიწადზე მეტია, ამ რეჟიმში უწევს საქართველოს გარკვეული ურთიერთობების წარმართვა, რაც, ერთი მხრივ, არის ბრიუსელის გადაწყვეტილება და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს რეალობა, რომელ რეალობაშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით, სხვადასხვა, თან მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესების გათვალისწინებით.
დღეს ზოგადად გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე, ძალიან ხშირად იკვეთება თუნდაც ევროპის საჭიროებები, საქართველოს, ჩვენი რეგიონის შესაძლებლობები, დინამიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ არასწორად ჩანს ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ვთვლით, რომ სრულიად უსამართლოა ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან. თუმცა, გარდა იმისა, რომ უსამართლოა, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობა, რომლის დროსაც ხდება ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები, გვაქვს მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მიდგომას დღეს ძალიან ბევრი არ იზიარებს“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
1776283928
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება. როგორც მინისტრმა...
1776283619
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები
„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშ...
1776283337
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიალოგის ინტენსიური ფორმატები არსებობს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ასე გაგრძელდება
ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...
1776282886
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე
„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე“...
1776280917
საზოგადოებასალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ...


























