მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთულია ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრიდან განსაკუთრებული მოლოდინების შექმნა, რადგან, მისივე თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ძირითადად გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად.

„რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრიდან. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ძირითადად გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად, ან წუხილის გამოსახატად, რომ საქართველო არასწორი გზით ვითარდება. თუმცა ამანაც ერთგვარად დაკარგა ფასი. ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყენებენ კონკრეტული პოლიტიკოსები მიკროფონს, როდესაც ისინი შედიან ხოლმე ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე. თავად საბჭოს ფარგლებში, რთულია, წინასწარ ვთქვათ, თუ რაზე იქნება მსჯელობა, როგორ განვითარდება, რა პოზიციებს დააფიქსირებენ წევრი ქვეყნები. თუმცა ერთი რამ ცხადია - ნაკლებია სურვილი, რომ ისევ იმ რეჟიმში დარჩეს საქართველოსთან ურთიერთობები და უფრო მეტი ჩემი კოლეგისგან მესმის მოსაზრება, რომ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ დიალოგის ჩარჩოს და საქართველოსთან ურთიერთობებში რაღაც ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, უნდა მოიძებნოს რაღაც გზა იმისათვის, რომ დაბრუნდეს დიალოგი. ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივია, ჩვენი მხრიდან აქ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც ოდესმე უარი თქვა ევროკავშირთან დიალოგზე“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776283963

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება სრულიად უსამართლოა, თუმცა არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველო...

მაკა ბოჭორიშვილი

1776283619

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები

„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშ...

მაკა ბოჭორიშვილ

1776283337

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიალოგის ინტენსიური ფორმატები არსებობს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ასე გაგრძელდება

ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1776282886

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე

„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე“...

მაკა ბოჭორიშვილი

1776280917

საზოგადოება

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ...

პაატა სალია