მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, რომელიც მეამაყება, რომ ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ - თეა წულუკიანი
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მისი გათავისუფლების შესახებ შექმნილი პეტიციის შესახებ კითხვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უპასუხა. წულუკიანმა დასძინა, რომ მისი გათავისუფლების საკითხი არ განიხილება.
"ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ 6 წლის ასაკში ნამყოფი და სინამდვილეში საფრანგეთში დავამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა და იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი. მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, რომელიც მეამაყება, რომ ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. იმიტომ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს, ჟორიკ რურუები და სხვა კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე, ბონბონიერში გამოზრდილი ვითომ მეცნიერები. ამიტომ, რაც იქნება პრემიერის გადაწყვეტილება, ის იქნება, მაგრამ მინდა, მათ იმედი გავუცრუო, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი არ განიხილება",-განაცხადა, თეა წულუკიანმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინის მხარდასაჭერად, თბილისში აქცია გაიმართება
🔵"ქალი მეუბნება, დედაშენმა კიევიდან ჩამოგიყვანაო" - ბაია დვალიშვილი
1794421665
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...






























