"ნაცმოძრაობის" აქცია რუსთავის ციხესთან დაიწყო - ფოტოკოლაჟი
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, გაერთიანებული ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" აქცია 18:00 საათის ნაცვლად საათ-ნახევრის დაგვიანებით დაიწყო.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი უმთავრესი მოთხოვნაა - საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნა.
როგორც "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკო მინაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაჟღერდება.
მინაშვილის თქმით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ირგვლივ შექმნილ საერთო მოძრაობას, ბევრი ადამიანი შეუერთდა, რომლებიც სულ სხვა განწყობაზე იყვნენ მანამდე და განსხვავებული აზრი ჰქონდათ პოლიტიკური თვალსაზრისით.
მანამდე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ პატიმრობიდან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 36-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
🔵 "დღეს მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში" - მიხეილ სააკაშვილი
🔵 "თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს" - ლევან ხაბეიშვილი







1792501727
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1792500891
ახალი ამბებიირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ....
1792499950
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს
„მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის მოთხო...
1792498805
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რეიტინგი ნულთან ახლოსაა, გამარგინალებული და განულებული არიან
„მიხეილ სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაღუპულ მდგომარეობაშია. ისინი მთლიანად აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რადგან გაშიფრული არიან და თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, - ამის შესა...
1792496894
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომი...































