პრემიერი: დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ფორუმი არის პლატფორმა კონკრეტული შედეგებისთვის.
„ათი წლის განმავლობაში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე გახდა დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. აქ დაიბადა არაერთი ინიციატივა, რომელიც რეალურ პროექტებად გადაიქცა. ამის ნათელი მაგალითია წინა, 2023 წლის ფორუმზე მიღწეული შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის შექმნის შესახებ; ჩვენი პარტნიორის, აზიის განვითარების ბანკის 3-მილიარდიანი პორტფელი საქართველოში ასევე ამის დასტურია. დღეს შექმნილი სივრცეები შეხვედრებისთვის არის პირდაპირი მოწვევა ბიზნესისთვის, რათა ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ახალი, წარმატებული პროექტები დაიგეგმოს.
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს.
მადლობას ვუხდი ფორუმის ყველა ორგანიზატორს გაწეული უდიდესი შრომისთვის. მადლობა თითოეულ დელეგატს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომელთა მონაწილეობაც ამ ფორუმს ასეთ მაღალ დონესა და საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.
მჯერა, ეს ორი დღე ახალი იდეების, პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთო წარმატების დასაწყისი გახდება. ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1761140432
ახალი ამბებიპროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა, - განაცხადა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. „რო...
1761139477
საზოგადოებაპრემიერი: საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების, სერვისების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების დროულ და ეფექტურ გადაადგილებას
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. ის საიმედო სატრანზიტო მარშ...
1761138567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7105 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7110 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1761138467
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩა...
1761137354
საზოგადოებააზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი საქართველოს როლზე შუა დერეფნის მარშრუტში: ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული
აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა, შუა დერეფნის როლსა და ევროპასა და აზ...