რა არის მასობრივი ეკლესიიზაციის მიზანი? ყველა მორწმუნემ ჩუსტებით შეირბინოს უბნის სალოცავში? - რომან გოცირიძე

ბოლო პერიოდში იმატა ინფორმაციამ  სასულიერო პირების გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შესახებ. სასულიერო ელიტა(ბიუროკრატია) მდიდრდება, დანარჩენი სიღარიბეშია და კომუნალური გადასახადების გადახდაც კი უჭირთ, - ასე ეხმაურება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, ბოლო დღეების განმავლობაში, სასულიერო პირების მხრიდან, მძიმე სოციალურ მდგომარეობაზ გაკეთებულ განცხადებებს.

რომან გოცირიძე, ვრცელ განცხადებაში, ასევე საუბრობს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე.

"საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ქონებრივი და  ფინანსური მოწყობა შორს არაა გაცდენილი შუასაუკუნოებრივ მოდელს. ეს დიდი თემაა და ამაზე ცალკე საუბარია საჭირო. ახლა ამაზე არ შევჩერდები. მხოლოდ ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც ბოლო დღეებში ზოგიერთი მღვდლის მხრიდან  ასე ისმის: ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში, რატომ არავინ გვაქცევს ყურადღებას, რატომ უნდა შეგვინახოს მრევლმა, რომელსაც ისედაც უჭირს? აბა ვინ უნდა შეინახოს, ბიუჯეტმა? თუ ამ გამონათქვამში საპატრიარქო იგულისხმება, საიდანაც ცენტრალუზებული რესურსების გადანაწილება მართლაც უსამართლოდ და კორუფციულად ხდება, პრეტენზია სწორი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ რესურსების წყარო ვინ უნდა იყოს, მრევლი თუ ბიუჯეტი? ამ შემთხვევაშიც პრობლემა იგივე რჩება.

სასულიერო პირების და ახალი ასლი-ეკლესიების სიმრავლე განიხილება ქვეყანაში სულიერი ცხოვრების განვითარების კრიტერიუმად.  სინამდვილეში ეს საფუძველშივე მცდარი აზრია. რატომ შენდება ან ვინ აშენებს ღატაკ  ქვეყანაში ამდენ ეკლესიას, ვინ ამრავლებს მოუმზადებელ სასულიერო პირებს, ვინ ზრდის ამით მათი შენახვის, დაცვის, გათბობის, განათების, ხელფასების თუ სხვა ხარჯებს? ააშენებს რომელიმე ბიზნესმენი ჩადენილი ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიას და მერე მიატოვებს შუა გზაზე, გადაულოცავს მის შენახვას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს.

ერთი უბნის მაგალითი, სადაც მე ვცხოვრობდი: მეტრო დელისის მიდამოებში,  ერთი კილომეტრის რადიუსში იყო ოციოდე წლის წინათ ერთი ეკლესია, ახლა არის შვიდი. ერთი პირდაპირ ეზოში ამიშენეს-ასათიანზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ჩამოაჭრეს ტერიტორია და შიგ ეზოში ჩადგეს. რითი ახსნეს ეს? “პაციენტებისათვის სულიერი მხარდაჭერის მიზნით”. იქ უკვე არც ფსიქიატრიული საავადმყოფოა და არც მისი პაციენტები-გაიყიდა ტერიტორია და ორი ცათამბჯენი აშენდა, ფსიქიატრიული კი ქავთარაძის ქუჩაზე გადავიდა, სადაც ეზოში ერთი ხეც კი არა დგას. ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ სიტყვამ მოიტანა.

რა არის მასობრივი ეკლესიიზაციის მიზანი? ყველა მორწმუნემ ჩუსტებით შეირბინოს უბნის სალოცავში? რა მოსდის ამასობაში კულტურული მემკვიდრეობის ასეულობით ძეგლს? ნადგურდება. გინახავთ ბიზნესმენი, ძველი ნანგრევები რომ გაეწმინდოს? მათ უნდათ რომ ღმერთს ცინცხალი კოპიო-ეკლესია შესწირონ, ამით უფრო შეამჩნევს იგი და მრევლიც(ელექტორატიც).

საქართველოს ეკლესიაში დარღვეულია მოთხოვნა-მიწოდების ჯანსაღი კანონი, მოთხოვნა ნაკლებია, მიწოდება( მღვდლების რაოდენობა) ბევრი, ამიტომაც ხდება რესურსების დაქუცმაცება და ამიტომაც არის ღარიბი ყველა( გარდა ელიტისა). ეს უკვე საეკლესიო ბიუჯეტირების თემაა, რაც, როგორც თავიდანვე ვთქვი, ცალკე საკითხია",-წერს, რომან გოცირიძე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵საწვავი ისე გაძვირდა, ალბათ წირვამდე ვეღარ მივალთ, მრევლს ვინ ჩივის, ლამისაა მღვდლები ვერ მივიდნენ ტაძრამდე… - მამა პეტრე

🔵მომდევნო სამი წელი არჩევნები არ იქნება ქვეყანაში, საქმე, საქმე და საქმე – მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔵ხანძარს 9 ბავშვის სიცოცხლე სიცოცხლე ემსხვერპლა - დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791662819

საზოგადოება

პაატა სალია: ის ადამიანები ცდილობენ ისევ სიტუაციის არევას, ვინც იმ ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო - კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობთ: ჩვენი მმართველობის პერიოდში სიტუაცია სტაბილურია ციხეებში და ყოველთვის ექვემდებარება მართვას

„არანაირი ბუნტი არსად არ ყოფილა, ჩვენი მმართველობის პერიოდში ციხეებში ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები დაცულია, მაგრამ ასევე დაცულია უსაფრთხოება, ასევე დაცულია ის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ ცრუ ნ...

პაატა სალია

1791661410

საზოგადოება

თბილისში დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ინფორმაციისთვის, 10 ოქტომბრის ღამეს „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე...

ხანძრის ლიკვიდირება

1791658982

ახალი ამბები

ავარია თბილისში, კიკვიძის პარკთან - დაშავებულია 3 ადამიანი

თბილისში, კიკვიძის პარკთან ერთმანეთს სახანძრო მანქანა და სატვირთო მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. შსს-ს ი...

ავარია ავარია ავარია

1791657856

საზოგადოება

გიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე

ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე