რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ვირუსის ახალი შტამი "ომიკრონი"
პანდემიის ორი წლის თავს ახალი და შესაძლოა, ამ დროისათვის ყველაზე სასტიკი შტამით ვხვდებით. სამხრეთ აფრიკული ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც პირველად 24 ნოემბერს გამოვლინდა, უკვე რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. როგორც ჩანს, ახლად გამოვლენილი ვარიანტი, სწრაფად ვრცელდება სამხრეთ აფრიკის ნაწილებში და მეცნიერები შეშფოთებულნი არიან, რომ მუტაციების უჩვეულოდ დიდმა რაოდენობამ შესაძლოა, ის უფრო გადამდები გახადოს. შემთხვევები ამ დრომდე დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ისრაელში, ბელგიაში, იტალიაში... გერმანია და ჩეხეთი ახალი შტამის პირველ საეჭვო, შესაძლო შემთხვევებს იკვლევენ.
ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შესაძლებელია კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი უკვე იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
იყო მოლოდინი რომ “ნიუს” უწოდებდნენ, თუმცა, “ომიკრონი” ეწოდა და მიენიჭა “შეშფოთების” სტატუსი. გაჩნდა მოლოდინი და საფრთხე, რომ შესაძლოა კოვიდის ახალმა მუტაციამ გაზარდოს რეინფიცირების რისკი.
ეჭვობენ, რომ “დელტაზე” გადამდებია.
იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა 28 ნოემბერს დაფიქსირდა. ინფიცირებულია პირი, რომელიც მანამდე მოზამბიკში იმყოფებოდა. ექიმების განცხადებით, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პარასკევს დახურეს საზღვრები მოგზაურთათვის აფრიკის სამხრეთ რეგიონის შვიდი ქვეყნიდან. ესენია ბოტსვანა, ესვატინი, ლესოტო, მოზამბიკი, ნამიბია, სამხრეთ აფრიკა და ზიმბაბვე.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ეფექტური იქნება უკვე არსებული ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ, მაგრამ შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკას მოსახლეობის მხოლოდ 24% ჰყავს აცრილი. ზუსტად იმდენი, რამდენიც საქართველოს და დიდი ალბათობით, აუცრელი ქვეყნები განსაკუთრებულად მოწყვლადი იქნება ახალი შტამის მიმართ.
ელენე ფერაძე
1793092176
ახალი ამბებიკახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ
„ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, ის...
1793092135
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ყველაფერი ძალიან მკაფიოა, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ იმ ძალების გასამართლება, რომლებმაც ქვეყანას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები მოუტანეს
„რადიკალური ოპოზიცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე. იმ ქმედებების გამო, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები ამდენი წლის განმავლობაში თავს ახვევდნენ ქვეყანას და ხ...
1793091298
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა....
1793090523
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს
„მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარუ...
1793089517
ახალი ამბებისოპნენდუ მოჰანტი: შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო, საქართველო ახლა სწორედ ამ ეტაპზეა, რაც უფრო გავცემთ, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკა
გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელის სოპნენდუ მოჰანტის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სექტორის მომავალს ხელოვნური ინტელექტი, ტოკენიზაცია და კვანტური ტექნოლოგიები განს...































