"საავადმყოფოში გადაიყვანეთოო... აბა ახლა სადაცაა ის საკონცერტო დარბაზია?!" - პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის ყოფილი უფროსი, მიხეილ სააკაშვილზე
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის ყოფილი უფროსი, ხათუნა წიწავა იუსტიციის მინისტრზე გაკეთებულ სხვადასხვა შეურაცხმყოფელ განცხადებებს ფეისბუკზე გამოეხმაურა.
როგორც წიწავა აღნიშნავს, იგი გაოგნებულია იმ შეფასებებით, რაც ისმის რატი ბრეგაძის მისამართით, ვინაიდან აღნიშნულ დაწესებულებაში თავად არაერთხელ გადაუყვანია პატიმრები სამკურნალოდ.
"სხვა დღეებში ვერ ვიცლი და ჩამოვსქროლე დილაუთენია...
საავადმყოფოში გადაიყვანეთოო... აბა ახლა სადაცაა ის საკონცერტო დარბაზია?!
გეთანხმებით 2012 წლამდე როგორი ბუტაფორია იყო ისეთი ნაღდად არაა...
2014 წელს ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხელახლა აღვჭურვეთ, გავარემონტეთ, გავუთანაბრეთ შეძლებისდაგვარად ევროპული ციხის სტანდარტს...
ათობით მოშიმშილე პატიმარი გადამიყვანია იქ და გვიმკურნალია...
სისტემიდან, რომ წამოვედი ციხის ცენტრალური საავადმყოფო დავტოვე რომელიც ძალიან მეამაყებოდა და რა ვიცი...
გაოგნებული ვარ კომენტარებით...", - წერს ხათუნა წიწავა Facebook-ზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 ესპანეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო ლალი ჭილაია გარდაიცვალა
🔲 ადვოკატი: სააკაშვილი მზად არის შეხვდეს ამჟამად მოქმედ კონსილიუმს
1793897790
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე
დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...
1793896838
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავ...
1793895817
ახალი ამბებითბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე
„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის...
1793892912
ახალი ამბებიჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცე...
1793889430
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადა...






























