სენაკში დაჭრის ფაქტზე ბრალდებული, პოლიციამ დააკავა

პოლიციამ სენაკში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, - ინფორმაციას  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სოფელ ხორშისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, 1975 წელს დაბადებული ლ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბ.გ. მომხდარიდან მეორე დღეს, ქალაქ მცხეთაში დააკავა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს, 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771434822

ახალი ამბები

პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“...

რატი იონათამიშვილი

1771432278

მსოფლიო

ნიგერიის მაღაროში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, ტყვიის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 38 მაღაროელი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით AFP ავრცელებს. „დადასტურებულია 38 ადამიანის გარ...

ნიგერიის მაღარო

1771428775

ახალი ამბები

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გავრცელებული ინფ...

თბილისის საქალაქო სასამართლო

1771428565

მსოფლიო

POLITICO: ბერლინის სასამართლომ პლატფორმა X-ს უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემების გაცემა დაავალა

გერმანიის სასამართლომ სამშაბათს დაავალა ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს, გადასცეს მკვლევრებს უნგრეთის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები მათი დეტალური შესწავლის მიზნით. ინფორმაციას ამის შეს...

 პლატფორმა X

1771428060

მსოფლიო

რობერტ ფიცო: უკრაინა განზრახ აჭიანურებს ნავთობსადენ „დრუჟბას“ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ამტკიცებს, რომ უკრაინა განზრახ აჭიანურებს ნავთობსადენ „დრუჟბას“ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას, რაც, მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური გადაწყვეტილებით...

რობერტ ფიცო