"შენ უნდა დუმდე და პეპლებზე და კაკტუსებზე წერდე!" - ნიკა მელია გიორგი არველაძეს დაუპირისპირდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის წერილს, სოციალურ ქსელში, კომენტარებშივე პასუხობს და წერს:
"ვახ შენ რა კაცი ხარ ...
უბრალოდ ძალას სად პოულობ, როცა ასეთ პოსტებს წერ
ბუზი არ გაგიქშევია ეს წლებია,
თითი, თითზე არ დაგიდვია და როგორ ახერხებ ამ ყველაფერს - საღოლ.
ვინმეს თუ ეკუთვნის ახლა საქართველოში ყოფნა – ეს შენ ხარ.
მიშა ციხეში ზის და უბრალოდ გეკუთვნის აქ ყოფნა, აი პირადი ვალდებულება გაქვს მაგ კაცთან.
მეგობრულიც და კოლეგიალურიც.
არც ბიძინას პროკურატურა გდევნის და არც ძებნაა გამოცხადებული – ადექი და ჩამოდი და იაქტიურე, მხოლოდ გაგვახარებ.
ყველა ის მონაცემი გაქვს, რაც ოპოზიციონერს სჭირდება – უბრალოდ ჩამოდი.
ან თუ არ იაქტიურებ, ჯასთ ჩამოდი და აქაურ კლუბებში და რესტორნებში იარე და აქედან დაპოსტე, ასეთ შემთხვევაში მივიღებ შენს კრიტიკას
მოკლედ, კრიტიკის მოსმენა ყველას მხრიდან შეიძლება და აი შენი მხრიდან არა ძმაო – სანამ მანდ ხარ, სადაც ხარ (ახლა მგონი დუბაიში ხარ) შენ უნდა დუმდე და პეპლებზე და კაკტუსებზე წერდე!
ძალიან ბევრი სამართლიანი მიზეზი არსებობს რომ ასე მოიქცე..
არ გეწყინოს…", - წერს ნიკა მელია.
მანამდე, პარტია ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი დირექტორი გიორგი არველაძე წერდა:
"თურმე ყაზახეთის მთავრობა გადადგომას არც განიხილავდა, არხეინად ყოფილან.
მაგრამ აჯანყებულთა ლიდერს ჯიქურ შეუთვლია, თუ არ გადადგებით, საკუთარ ოფისში მასობრივ შიმშილობას დავიწყებთო.
ეს რომ გაუგიათ დაპანიკებულან მთავრობაში.
დაფერთხილან თურმე ეგრევე კაბინეტებიდან, ვინ სად გარბოდა და ვინ სადო.
განცხადებების წერას ერთმანეთს ვერ ასწრებდნენო და შიშით ხელები უცახცახებდათო.
ეს ამბავი სანდო წყარომ გამომიტანა შიგნიდან, მაგრამ მართალია თუ არა არ ვიცი", - დაწერა არველაძემ.
სხვა სიახლეები:
1789752970
მსოფლიომაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო...
1789751386
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლები...
1789749183
საზოგადოებამარიამ ლაშხმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, პარლამენტის წევრებთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვით...
1789746922
საზოგადოებაეკა სეფაშვილი ბახმაროს სემინარზე: ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის - ჩვენ ვიხილავთ რადიკალიზმის, პოლარიზაციის ახალ ტალღას
ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის...
1789745510
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ას...


























