სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბრალდებულ ზვიად რატიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, არის სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამსახურის დისკრედიტაციას

საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ზვიად რატიანის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მას დაწესებულებაში შეზღუდული აქვს პაემნით სარგებლობის უფლება. ბრალდებულ ზვიად რატიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, არის სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციას, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

„პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ოთხი ხანმოკლე პაემანი და პატიმრობაში (ბრალდებულის სტატუსით პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი რომლის, ვადაც არ აღემატება 9 თვეს) ყოფნის განმავლობაში – ერთი ხანგრძლივი პაემანი.

ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის სექტემბერში ისარგებლა სამი ხანმოკლე პაემნის უფლებით, ერთი ხანმოკლე პაემანი კი, საკუთარი სურვილით გადაცვალა სატელეფონო საუბარში.

ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის 29 სექტემბერს დაგეგმილი ხანგრძლივი პაემანი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის უცნობი მიზეზების გამო გააუქმა.

2025 წლის 2 ოქტომბერს ჩანიშნული ხანმოკლე პაემანი მისი განცხადების საფუძველზე, იმ მიზეზით, რომ ჰქონდა სასამართლო პროცესი, გადატანილ იქნა 2025 წლის 13 ოქტომბერს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ზვიად რატიანს მორიგი ხანმოკლე პაემანი ჩანიშნული აქვს 2025 წლის 3 ოქტომბერს.

ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს 2025 წლის სექტემბერში ბრალდებულ ზვიად რატიანთან შეხვედრაზე მყოფი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, ისე ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

დამატებით ვაქვეყნებთ, ბრალდებულ ზვიად რატინის 2025 წლის 29 სექტემბრის განცხადებას, 2025 წლის 2 ოქტომბერს ჩანიშნული ხანმოკლე პაემნის 2025 წლის 13 ოქტომბერს გადატანასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759436274

ახალი ამბები

კახა კალაძე: არავის ვესხმით თავს, გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა, დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი?

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქართველი ხალხის...

კახა კალაძე

1759435553

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას, დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი

ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი, - განაცხადა გადაცემ...

შალვა პაპუაშვილი

1759433271

ახალი ამბები

კახა კალაძე: მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა

„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“...

კახა კალაძე

1759432906

ახალი ამბები

კახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და ქალაქში აქტუალურ პრობლემებს, არის „ქართული ოცნება“

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართ...

კახა კალაძე

1759430136

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმ...

მარიამ ლაშხ ი