"თითქოს ქართველებმა საფრანგეთის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან დიდი რაოდენობის სნიკერსი და კარაქი მოიპარეს, სინამდვილეს არ შეესაბამება" - ნუგზარ სულაშვილი
რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ფრანგულ მედიას ეყრდნობოდა, თითქოს ქართველებმა საფრანგეთის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან დიდი რაოდენობის სნიკერსი და კარაქი მოიპარეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
ინფორმაციას, ამის შესახებ AFG-ის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ცრუ ინფორმაცია!
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველებმა საფრანგეთის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან მოიპარეს დიდი რაოდენობის სნიკერსი და კარაქი, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ავტომობილი ნამდვილად დააკავეს სამართალდამცველებმა გადაჭარბებული სიჩქარის გამო.
მძღოლმა და მგზავრებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი ჩეკები, რითაც დაადასტურებდნენ რომ პროდუქტი კანონიერი გზით ჰქონდათ შეძენილი, რის გამოც ისინი კომისარიატში გადაიყვანეს.
ჩვენმა ადვოკატებმა გადაამოწმეს იმ მარკეტების ვიდეო კამერები, სადაც პროდუქტი იქნა შეძენილი და სალაროს მონაცემები წარუდგინეს გამოძიებას.
დადგინდა, რომ ქალბატონი, რომელიც დაკავებულია კულინარიით, ამზადებს სადღესასწაულო ტორტებს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს გასაყიდად, ხშირი მომხმარებელი იყო აღნიშნული სავაჭრო ობიექტების.
ამიტომ მოგმართავთ თხოვნით: არ გადაყაროთ შეძენილი საქონლის სალარო ბილეთები, თუნდაც რამდენიმე დღით, რომ მსგავს უსიამოვნებას აარიდოთ თავი", - წერს ნუგზარ სულაშვილი.
სხვა სიახლეები:
🔳 80 ქილა კარაქის, სნიკერსისა და ქინდერის ქურდობისთვის საფრანგეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
1794423352
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
„ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევრ...
1794421713
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც
„საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის,...
1794421665
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...






























