"ნანუკა ჟორჟოლიანის ეს განცხადება არის აბსოლუტური ტყუილი და უნამუსობა!" - პეტრე ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ პარტიის წევრებისადმი კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება და წერს:

"ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, მისივე ტერმინით თუ ვიტყვით, 'გააბედნიერა' ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება.

საეჭვოა მას ეს არ ესმოდეს.

ანუ შეგნებულ, მიზანმიმართულ  და ბოროტგანზრახულ კამპანიასთან გვაქვს საქმე.

ამ ბინძურ პროვოკაციას არც ვუპასუხებდი, რომ არა ჩვენი პარტიის წევრების და მიშას ნამდვილი გულშემატკივრების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად და როგორ იგეგმებოდა აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, მისი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით.

ჩვენ დავაორგანიზეთ ათეულობით აქცია, მსვლელობა, პიკეტი როგორც რუსთავის ციხესთან, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

სწორედ ამიტომ, ნანუკა ჟორჟოლიანის ეს განცხადება არის აბსოლუტური ტყუილი და უნამუსობა!

აქვე გეტყვით, რომ თითქმის ყველა აქცია, მისი ლოკაცია და შინაარსი შეთანხმებული მქონდა მიხეილ სააკაშვილთან (ცხადია იყო გამონაკლისებიც, როდესაც მსვლელობები სპონტანურად იგეგმებოდა).

იმ პერიოდშიც, რომელსაც ეს სუბიექტი აღწერს, იგეგმებოდა 8 ნოემბრის მასშტაბური დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე;

ამ აქციასაც რასაკვირველია, მიშასთან კომუნიკაცია და კოორდინაცია უძღოდა წინ.  

შემდეგ კი იყო დიდი მსვლელობები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და მაგისტრალების გადაკეტვა/პარალიზება.

ასევე რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიის საკმაოდ ხშირი ‘სტუმრებიც’ ვიყავით. 

ჩვენს მხარდამჭერებს ეს ყოველივე ძალიან კარგად ახსოვთ.

ბოდიში, თუ ქ-ნ ნანუკა ჟორჟოლიანს წინასწარ არ ვუთანხმებდით ყოველ ჩვენს ნაბიჯსა და აქტიურობას.

იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რასაც აღწერს, ეს ქალბატონი ადგილზე მოვიდა ცინიკური და ქედმაღლური განწყობით იმ გულწრფელი ადამიანების მიმართ, ვინც ციხესთან შეიკრიბა მიშას გათავისუფლების მოთხოვნით, თურმე არ მოეწონა მათი 'ვიზუალი', 'ფიცარი' უწოდა სახელდახელოდ ჩამოტანილ მცირე ზომის სცენას და ახლა უზნეოდ მომაწერს გამაოგნებელ ფრაზას, თითქოს მე მეთქვას, რომ მიშას გათავისუფლება და 'რუსთავის ციხე' ჩვენთვის პრიორიტეტი არ იყო. 

ამით ყველაზე უღირსი, ცინიკური, შავ-ბნელი და ბინძური ტექნოლოგიით, ზუსტად იმას მაბრალებს, რაც ჩემთვის ცხოვრებაში, ადამიანურ თუ პოლიტიკურ ურთიერთობაში ყველაზე მეტად მიუღებელია: ღალატს და ორპირობას!

მთელი მეოთხედი საუკუნის მანძილზე, რაც პოლიტიკაში ვარ, არავის, თვით უბოროტეს მტრებსაც კი,  ათას სისაძაგლეს რომ მწამებდნენ, პეტრე ცისკარიშვილისთვის ღალატი და ორპირობა არ დაუბრალებია.

ცხადია, უშეცდომო პოლიტიკოსი ამქვეყნად არ არსებობს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი ‘ისტორია’, უბრალოდ ტყუილია მისი ფორმითაც და რაც მთავარია, შინაარსით.

კვლავ ვიმეორებ:

არც ერთი ნაბიჯი არც მაშინ, არც შემდგომში, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობასთან, რეალურად კი სამკვდრო-სასიცოცხლო მძევლობასთან დაკავშირებით, არ გადაგვიდგამს მასთან კონსულტაციის და ძირითადი პრინციპების შეჯერების გარეშე.

ქ-ნ ჟორჟოლიანს კი ვურჩევ, ებრძოლოს ბოროტებას, ესე იგი 'რუსულ ოცნებასა'და ქვეყნის მიმტაცებელ ოლიგარქ ივანიშვილს, ნაცვლად იმისა,  რომ ბოროტი ეჭვის, უიმედობისა და ხელჩაქნეულობის გაღვივებით ახარებდეს ჩვენი ქვეყნის, 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა' და მისი დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მოსისხლე მტრებს",- წერს ცისკარიშვილი.

ამავე თემაზე:

📍„ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ გამყიდველები და კომფორმისტები, რომლებმაც მიშა სააკაშვილი თვეში სულ რაღაც 15 ათასში გაცვალეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე

1794405675

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...

ნათია თურნავა