"ვარკეთილში 4 ადამიანი დააკავეს პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით - იმ დღესვე წაუშლიათ კამერის ჩანაწერები... ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, პოლიცია ასე არ უნდა ექცეოდეს მოქალაქეებს" - რას წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

"პარასკევს ვარკეთილში 4 ადამიანი დააკავეს პოლიციის წინააღმდეგობის ბრალდებით.

შემთხვევის ადგილას არის ორი აფთიაქი და ორი მარკეტი. ყველა ამ დაწესებულებას აქვს კამერები, რომლებიც 24/7 ჩართულია.

გავედით კამერების სანახავად და როგორც აღმოჩნდა, იმ დღესვე წაუშლიათ პოლიციელებს კამერის ჩანაწერები.

ანუ წაშლილია ჩანაწერების ზუსტად ის მონაკვეთი, რომელიც ასახავდა მომხდარს.

საინტერესოა ისიც, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა “ვერ გამონახა” 2 წამი, რომ სამხრე კამერა ჩაერთო.

არ არსებობს ვიდეო კამერის ჩანაწერზე ნეიტრალური მტკიცებულება.

აშკარაა, რომ ამ პოლიციელებს არ სურდათ, კამერებს მათივე დანაშაული დაეფიქსირებინა.

ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, პოლიცია ასე არ უნდა ექცეოდეს მოქალაქეებს.

სექტემბერში ვიწყებთ საქმის არსებით განხილვას და აუცილებლად ვამხელთ იმ უკანონობას, რასაც ცალკეული პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა.

დავასაბუთებთ უკანონოდ დაკავებული დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობას!", - წერს კაკაბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* საქართველოში ბოლო 7 დღეში, კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

* „ივანიშვილმა რაც გააკეთა, მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს“ - მეუფე იაკობი

* საპატრიარქო იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე

1794405675

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...

ნათია თურნავა