კიევთან დაბომბვას კიდევ ორი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა - უკრაინაში ამ დრომდე დაღუპულია სულ მცირე 4 ჟურნალისტი
რუსეთის არმიის დაბომბვის შედეგად სოფელ გორენკაში დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრა კუვშინოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ასევე უკრაინის დაბომბვას შეეწირა ამერიკული ტელეარხის, Fox news-ის ფოტოგრაფი, პიერ ზაკრზევსკი.
როგორც გერაშჩენკო იუწყება, მასთან ერთად დაშავდა ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი.
მანამდე, 13 მარტს, უკრაინის ქალაქ ირპენში დაიღუპა კიდევ ერთი ჟურნალისტი ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო. გავრცელებული ინფორმაციით, ბრენტ რენო რუსეთის არმიის წევრებმა დახვრიტეს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ კვირას, 3 მარტს ოკუპანტების თავდასხმას KievLive-ის ოპერატორის - ევგენი საკუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იგი კიევის ტელეანძის დაბომბვის დროს დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე, ფართო მასშტაბიან ომს ატარებს. გაეროს მონაცემებით ქვეყნიდან 3 მილიონზე მეტი უკრაინელი გავიდა და ლტოლვილად იქცა.
ამავე თემაზე:
🔳 რუსეთ-უკრაინის ომს პირველი ჟურნალისტი ემსხვერპლა
🔳 რუსმა ოკუპანტებმა ამერიკელი ჟურნალისტი კოლეგასთან ერთად ჩაცხრილეს
🔳 თვითმხილველი - რას ჰყვება ამერიკელი მოკლული ჟურნალისტის კოლეგა
1777918408
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვებ...
1777917458
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საქართველოსა და უკრაინის ურთიერ...
1777915379
მსოფლიოგერმანიის ქალაქ ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა 2 ადამიანი
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო dpa და გამოცემა Bild პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ. დაღუპულთა რაოდენობა...
1777912982
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე. პაპუაშვილის შეფასებ...
1777912175
სპორტიმსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონ...































