პორტუგალიაში, უფროსებს თანამშრომლების არასამუშაო დროს შეწუხება ძვირად დაუჯდებათ
პორტუგალიაში, უფროსებს თანამშრომლების არასამუშაო დროს შეწუხება ძვირად დაუჯდებათ. ინფორმაციას „ევროპის მოამბე“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანამ კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, უფროსს უფლება აღარ აქვს, თანამშრომლებს არასამუშაო დროს დაურეკოს, ან ელექტრონულ ფოსტაზე მიწეროს.
ეს "სიამოვნება" თავგასულ უფროსებს სულ მცირე, 10.000 ევრო დაუჯდებათ.
ასე რამ გაამწარათ პორტუგალიელებიო, იკითხავთ. დასაქმებულები პრობლემას განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ შესჯახებიან, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ოფისებიდან სახლში გადავიდა სამუშაოდ, ე.წ. ჰოუმ ოფისში.
უფროსები კი წამდაუწუმ ურეკავდნენ თურმე, სხვადასხვა საქმის მოსაგვარებლად, რაც დიდ წნეხში ამყოფებდა პორტუგალიელებს. დასაქმებულთა გულისტკივილი მყისვე ისმინა ქვეყნის პარლამენტმა და დღეს კანონი ოფიციალურად დაამტკიცა.
გარდა ამისა, დღეიდან, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული სახლიდან იმუშავებს, ფირმამ მისთვის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ის ხარჯიც უნდა დაფაროს, რომელიც სამუშაო საათებში დაიწვება.
პორტუგალიაში დასაქმებულთათვის კიდევ ერთი კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ ამ კვირაში, პრემიერმა ანტონიუ კოშტამ, შემოსავლის მინიმუმი 40 ევროთი გაზარდა და ქვეყანაში 40 საათიან განაკვეთზე მუშაობისას დასაქმებულს 705 ევროზე ნაკლებს ვეღარ გადაუხდიან.
წყარო: „ევროპის მოამბე“
ასევე საინტერესოა:
🔵 დღეიდან კოვიდის საწინააღმდეგო აბი ხელმისაწვდომი იქნება იტალიაში: როდის და როგორ გამოვიყენოთ იგი
🔵 უწმინდესი და უნეტარესი ილია II იუბილარია - პატრიარქი 89 წლის გახდა
1792221008
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე, 1 500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული
სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3 500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1 500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული, - ამის შესახ...
1792218864
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა - რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია
რუსული საწვავისადმი ევროპის ქვეყნების ინტერესი ახსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტი წერს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსული საწვავის დ...
1792218719
ახალი ამბებიდღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
17 ოქტომბერს 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ უმრავლესობის სხდომას „ქართ...
1792217422
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში
17 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1792182920
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ დარტყმებს
„მოწინააღმდეგის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ლოგისტიკური ცენტრების წინააღმდეგ მასიური და ჯგუფური დარტყმები უნდა გაგრძელდეს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებ...































