სომხეთში კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
პროკურატურამ სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი, არა ზოჰრაბიანი ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, კათალიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება და, შესაბამისად, ის ავსტრიაში დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებას ვერ დაესწრება.
ზოჰრაბიანი განმარტავს, რომ საქმე აღიძრა მასიატსოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, არმან საროიანის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, რომელიც ადრე განკვეთილი იყო. 10 იანვარს კათალიკოსმა საროიანი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მასიატსოტნის ეპარქიის წინამძღვრის თანამდებობიდან გადააყენა, შემდეგ კი ეპისკოპოსი განკვეთა.
15 იანვარს საროიანმა სარჩელი შეიტანა მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. გამოძიების ფარგლებში, ექვს ეპისკოპოსს, სულიერი საბჭოს წევრებს მოგზაურობა აუკრძალეს, რომლებიც ავსტრიაში 16-19 თებერვალს დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებაში უნდა მონაწილეობდნენ.
13 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კრების სომხეთის ფარგლებს გარეთ ჩატარების გადაწყვეტილება კათალიკოსატის სომხეთიდან „გამოდევნას“ ისახავდა მიზნად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
1771090075
საზოგადოებაგივი მიქანაძე განათლების რეფორმაზე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის სიმართლე, რაზე ვართ ორიენტირებული და ეს პროცესები რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ე...
1771089311
საზოგადოებაგივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც სამწუხაროდ, არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორციელებულიყო
შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც სამწუხაროდ, არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორცი...
1771089269
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ რომ ავიღოთ ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო „თაიმსის“ რეიტინგი, ჩვენი არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის
საქართველოში არის 64 უნივერსიტეტი, საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ ხარისხი როგორიც არის, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ. შიდა კონკურენცია აქ არ არი...
1771089169
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება - მწირ რესურსებში იგულისხმება მათ შორის, მწირი ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენება
რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს - ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღი...
1771087545
საზოგადოებაპრემიერი: საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ მაღალი დონის უმაღლესი განათლება, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეწყობა საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით, ალბათ რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე, რასაც სჭირდება...


























