მაკა ბოჭორიშვილი: თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია

„თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება და არა მცირდება.

„ამის რისკს ნამდვილად ვერ ვხედავ და არ არსებულია ჩვენ ამ შიშებით ვიყოთ, ვინმემ შეგვაშინოს, რომ საქართველო გაქრება რუკიდან. საქართველო არ გაქრება რუკიდან ნამდვილად. უბრალოდ, იმ ხალხის კომპეტენციასთან დაკავშირებით შესაძლოა დასვა კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს საუბრობს დაკავშირებადობაზე და არ ახსენებს მთავარ რგოლს ევროპისთვის - საქართველოს.

ან, არ ახსენებს კი არა, ერჩის მას და პირიქით, ცდილობს რომ რაღაცნაირად დააზიანოს ეს გზა მაშინ, როდესაც სხვა ალტერნატივა დღეს არ არსებობს. რაც არ უნდა ვისაუბროთ, არის დღეს ინტენსიურად საუბარი აზერბაიჯანი-სომხეთის გზით ახალი გზების მშენებლობაზე, რომელზეც თამამად შეგვიძლია მშვიდად და წყნარად ვთქვათ, რომ კარგია რეგიონისთვის. ეს თუ განვითარდება და თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში, მაგრამ ის, რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, ეს წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება. ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება და არა მცირდება. კიდევ სამი-ოთხი მარშრუტი რომ დაემატოს მას, მაინც საკმარისი არ იქნება ალბათ იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება დღეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როდესაც ტვირთბრუნვაზეა საუბარი.

აქედან გამომდინარე, ესეც თუ როგორ ცდილობენ ზოგიერთები გამოიყენონ აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებით და წარმოაჩინონ, ან თითქოს ორაზროვანი კითხვები დასვან, აი თქვენ როგორ უყურებთ, კარგად ვუყურებთ ამას ყველაფერს, გვიხარია, მოგვწონს და არ ვუყურებთ ამას როგორც კონკურენტ გზას საქართველოზე გამავალი გზის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771440334

ახალი ამბები

იონათამიშვილი: გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა

„დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ...

იონათამიშვილი

1771437525

ახალი ამბები

მოციგურავე ლუკა ბერულავა: დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსა და დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია

„დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსთვის და დაფასებისთვის“, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ...

ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავა

1771437415

ახალი ამბები

ლუკა ბერულავა: აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ქვეყნის, მიწის, ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ. თუ დღეს ამ წარმატებას ვზეიმობ, ეს წინაპრების გზის გაგრძელებაა, ამ გზაზე ყველაზე დიდი ამაგი ბაბუას მიუძღვის

აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, მიწის და ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ. ლუკა ბერულავას თქმით, მის წა...

ანასტასია მეტელკინა ლუკა ბერულავა

1771437175

ახალი ამბები

საკანონმდებლო ორგანომ „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა. მისი მიზანია მ...

საკანონმდებლო ორგანო

1771437065

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო - ჩემი აზრით ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მ...

სოზარ სუბარი