დავით მათიკაშვილი: დღეს ევრობიუროკრატია აბსურდის თეატრში იმყოფება

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის კვლევას გამოეხმაურა.

„დღეს ევრობიუროკრატია აბსურდის თეატრში იმყოფება, რომელიც გამორიცხულია, რომ ვერ გრძნობდეს და აღიქვამდეს საქართველოში მიმდინარე სწორი აღმშენებლობის პროცესს.

ევრობიუროკრატიას სურს, აბსურდის თეატრში ამყოფოს აქტორები, მათ შორის საქართველო. საქართველოსთან მიმართებით მათ რომ სუბიექტური დამოკიდებულება აქვთ, ეს ხომ არის ამ ყველაფრის კიდევ ერთი დასტური?!

ის, რომ საბოლოო ჯამში ეკონომიკა ის ხიდია, რომელიც საქართველოდან მიედინება და გადაედინება შავ ზღვაზე და ევროპაში მიემართება, ამ ხიდს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ექნება, ესეც ხომ გასაგებია ევრობიუროკრატიისთვის, მაგრამ ისინი ბოლომდე მაინც თავის აღქმებში არ უშვებენ შანსს, რომ მათთვის არასასურველი ხელისუფლება, რომელიც ქართველმა ხალხმა საკუთარი ინტერესების დასაცავად აირჩია, შეცვალონ და ისეთი ხელისუფლება მოუყვანონ ქართველ ხალს, რომელსაც, რომ ეტყვიან, კონსტიტუციაში შეიტანე ცვლილება და „ვეტინგი“ დაუწესე შენი დემოკრატიით არჩეულ უმაღლესი თანამდებობის პირებსო, დათანხმდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3 პროცენტამდე გაზარდა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795009744

ახალი ამბები

კახა კალაძე საბურთალოს რაიონში წყალსადენის დაზიანებაზე: ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას

თბილისის მერი კახა კალაძე გამრეკელის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი განმარ...

 კახა კალაძე

1795009393

ახალი ამბები

კახა კალაძე: ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, ტალახის სროლა ცხოველთა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და უწყების მისამართით გამოთქმული ბოლოდროინდელი ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი განმარტებით,...

კახა კალაძე

1795008017

ახალი ამბები

კახა კალაძე „ლელოზე“: პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად...

კახა კალაძე

1795007929

ახალი ამბები

კახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს ვაგონების სარემონტოდ გამოყოფილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე მოკვლევა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა და მასალები შემდგომი...

კახა კალაძე

1795007338

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5928 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

კურსი