მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას

„აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ აქტიურ და დინამიურად განვითარებად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.

„შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ისევე, როგორც ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ამ მიმართულებით აზერბაიჯანთან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორ ქვეყანას შორის არსებული დადებითი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795009393

ახალი ამბები

კახა კალაძე: ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, ტალახის სროლა ცხოველთა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და უწყების მისამართით გამოთქმული ბოლოდროინდელი ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი განმარტებით,...

კახა კალაძე

1795008017

ახალი ამბები

კახა კალაძე „ლელოზე“: პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად...

კახა კალაძე

1795007929

ახალი ამბები

კახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს ვაგონების სარემონტოდ გამოყოფილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე მოკვლევა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა და მასალები შემდგომი...

კახა კალაძე

1795007338

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5928 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

კურსი

1795006829

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ანა ბუჩუკურის პასუხზე: მათ ეგონათ, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, ეს იყო კენჭსაყრელი - გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად, იმას არ უყარეს კენჭი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის დასმულ იმ კითხვაზე ისაუბრა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღ...

თენგიზ შარმანაშვილი