მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას, ასევე, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება ასევე გამახვილდა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ვიზიტების მზარდი დინამიკა და ორმხრივ, თუ საერთაშორისო ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითია.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, გიორგი ზაქარაშვილი მონაწილეობდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795009393

ახალი ამბები

კახა კალაძე: ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, ტალახის სროლა ცხოველთა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და უწყების მისამართით გამოთქმული ბოლოდროინდელი ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი განმარტებით,...

კახა კალაძე

1795008017

ახალი ამბები

კახა კალაძე „ლელოზე“: პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად...

კახა კალაძე

1795007929

ახალი ამბები

კახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს ვაგონების სარემონტოდ გამოყოფილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე მოკვლევა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა და მასალები შემდგომი...

კახა კალაძე

1795007338

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5928 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

კურსი

1795006829

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ანა ბუჩუკურის პასუხზე: მათ ეგონათ, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, ეს იყო კენჭსაყრელი - გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად, იმას არ უყარეს კენჭი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის დასმულ იმ კითხვაზე ისაუბრა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღ...

თენგიზ შარმანაშვილი