დავით სონღულაშვილი ღვინისა და ვაზის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე: უარგუმენტო და უშინაარსო კრიტიკა გადაჰყავთ ემოციურ ლოზუნგებში, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი საერთო არ აქვს იმ შინაარსთან, რომელსაც ეს რეფორმები ატარებს
მეღვინეობა-მევენახეობის დარგი 2012 წელს იყო გადაშენების პირას, დარჩენილი იყო სამამულო ვენახების დონეზე და ინდუსტრიული და კომერციული ვენახები ფაქტობრივად არ არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ღვინის და ღვინის მასალების ექსპორტი ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია, რაც საუბრობს იმაზე სად არის დღეს ეს მოცემულობა.
„იმისთვის, რომ დღეს თავს ვიწონებთ, რომ ვართ ღვინის სამშობლო და გვაქვს 525 ქართული ვაზის ჯიში, ამ ყველაფერში ძალიან დიდი დამსახურება აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მისი ძალისხმევით არის აღდგენილი უნიკალური სანერგე ჯიღაურაში და თითო-თითო ვაზის ჯიში სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოტანილი იმისთვის, რომ მოგროვილიყო ის უნიკალური კოლექცია, რომელიც დღეს საამაყოდ გვაქვს. რომ არა ასეთი დამოკიდებულება ბატონი ბიძინასი დარგის მიმართ, დღეს აქამდე ვერ მოვიდოდით“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, ვის ეხება ღვინისა და ვაზის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.
„უარგუმენტო და უშინაარსო კრიტიკა გადაჰყავთ ემოციურ ლოზუნგებში, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი საერთო არ აქვს იმ შინაარსთან, რომელსაც ეს გადაწყვეტილებები და რეფორმები ატარებს. ამას რომ აკრიტიკებ, ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს დარგი, ან ძალიან არ უნდა გინდოდეს, რომ შენი ქვეყანა წარმატებული იყოს ამ ნაწილში.
იმისთვის, რომ ხარისხიანი ღვინო გვქონდეს და იმისთვის, რომ მსოფლიო ბაზარზე ასე თავი მოვიწონოთ, რაც აისახება. ხარისხიანი ღვინო გვჭირდება იმისთვის, რომ საშუალო ფასი იყოს იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის, მოთხოვნა იყოს უფრო მაღალი და უფრო მეტად დაფასდეს მევენახის შრომა, ვიდრე დღეს არის. ეს ასახული არის პირველ რიგში ფასში.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ხარისხიანი ღვინო არ გვაქვს. გვაქვს საბედნიეროდ ერთეული ნიშური მევენახეებით და მეღვინეებით, თუმცა ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი“, - განმარტა სონღულაშვილმა.
1778426339
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება
„ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმ...
1778424097
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოსგან მტრის ხატს ნუ ქმნიან, ბრიუსელის მხრიდან უნდა შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს
მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს, უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკუ...
1778422528
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მაისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...
1778420715
ახალი ამბებიპაპუაშვილი ეკლესიაზე თავდასხმაზე: ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ, რომ საზოგადოება გაყონ - ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, ვინ არის, ვინც ქართულ საზოგადოებას მტრობს
ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება გაყონ და შეიტანონ დაპირისპირება. ამიტომ ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ,...
1778419584
ახალი ამბებიპაპუაშვილი გერმანიის ელჩზე: ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს - ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს
ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას...































