მაკა ბოჭორიშვილი უკრაინული მხარის გააქტიურების კონტექსტზე: ეს არის საქართველოს როლი დაკავშირებადობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ

„რა კონტექსტშიც ხდება უკრაინული მხარის გააქტიურება, არის ერთი: ეს არის საქართველოს როლი დაკავშირებადობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „დღეს საქართველოსთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს ესაჭიროება, რაც ბუნებრივია და არ არის გამორიცხული, რომ იგივე საჭიროებები დგას სწორედ უკრაინული მხარისთვისაც. შესაბამისად, ადვილად ასახსნელია, თუ რატომ სჭირდებათ დღეს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება“.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან შეცვლილ რიტორიკაზეც:


„მე დარწმუნებული ვარ, კამერის მიღმა და იმ სიტყვების მიღმა ყველამ კარგად იცის რამდენად უსამართლო იყო ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით.

ჩვენ ვხედავთ შეცვლილ რიტორიკას, იგრძნობა სხვაობა თუნდაც კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ხედავ უსამართლო დამოკიდებულებას, სრულიად არარეალურ კომენტარებს, რეზოლუციებს, ნაბიჯებს, რთულია ამ ყველაფრის ერთ დღეში შემობრუნება და ერთ დღეში ამ ყველაფრის დავიწყება.

ჩვენ გვესმის, რომ ასე ვერ მოხდება, თუმცა გარკვეული დინამიკა შეიმჩნევა. მე იმედი მაქვს, მივალთ იქამდე, რომ ეს დამოკიდებულება უკვე საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით“. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778427976

ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, ნაწილობრივ გაშუქდება ტელევიზიით, პირველი არხის საშუალებით, საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას, 11 მაისს ჩანიშნული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღის წესრიგი და ღონისძიების დეტალ...

ანდრია ჯაღმაიძე

1778426339

ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება

 „ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმ...

ანდრია ჯაღმაიძე:

1778424097

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსგან მტრის ხატს ნუ ქმნიან, ბრიუსელის მხრიდან უნდა შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს

 მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს, უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკუ...

შალვა პაპუაშვილი

1778422528

ახალი ამბები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მაისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

პროკურატურა

1778420715

ახალი ამბები

პაპუაშვილი ეკლესიაზე თავდასხმაზე: ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ, რომ საზოგადოება გაყონ - ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, ვინ არის, ვინც ქართულ საზოგადოებას მტრობს

 ზოგადად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება გაყონ და შეიტანონ დაპირისპირება. ამიტომ ასეთი მომენტები არის კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ,...

შალვა პაპუაშვილი