გიორგი აბდალაძე: ეს არჩევნები ტოლფასია 2012 წლის არჩევნების. არის ჯგუფი, რომელთაც სურს, რომ ჩაიგდონ ისევ ძალაუფლება. „ორი გვამი“ - ამ გზას მიჰყვებიან საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს რეალურ მდგომარეობას

„ეს არჩევნები არის ტოლფასი 2012 წლის არჩევნების. იმიტომ, რომ რეალურად საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე მთავარი არჩევანი უნდა გააკეთოს - გააგრძელოს ქვეყანამ განვითარება სწორი მიმართულებით და სიმშვიდეში თუ აირჩიოს ქაოსი, ის რაც ბურჭულაძის, სააკაშვილის გვერდში მდგომ ადამიანებს უნდათ“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ.
მისი თქმით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და არავის მისცემს ხელისუფლება იმის საშუალებას, რომ ქვეყანა არიოს.
„არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც სურთ ერთადერთი რამ, რომ არიოს ყველაფერი, ჩაიგდონ ისევ ძალაუფლება. „ორი გვამი“ - ამ გზას მიჰყვებიან და ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ბევრი ადამიანი. საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს რეალურ მდგომარეობას. ჩვენს გარშემო რუკას, რომ დახედოთ ყველგან არის კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენს სამეზობლოს ვგულისხმობ.
ჩვენ ვცდილობთ ამ ურთულეს სიტუაციაში გავიდეთ სამშვიდობოს. ეს ვეებერთელა სახელმწიფო, რომელიც მტრულად არის განწყობილი მაქსიმალურად ვცდილობთ დიპლომატიურად და ნელი ნაბიჯებით გავიდეთ და რაღაც შედეგს მივაღწიოთ, ისეთ შედეგს, როცა იგივე ოსს და იგივე აფხაზს თანამოქალაქეებს სურვილი გაუჩნდებათ იმისი, რომ ვისაუბროთ. თუ ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზას, რასაც წინა ხელისუფლება ატარებდა შედეგი იქნება იგივე, რაც იყო 2008 წელს. სხვა ტიპის მმართველობა ამ ადამიანებმა არ იციან.
ჩემს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. გავლილი მაქვს უამრავ უსამართლობა. მთელი ბრძოლა ზუსტად იმაზეა, რომ შიში აქვთ წულუკიანის კომისიის, რომელიც ძალზედ მძიმე დასკვნებს დადებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომელსაც მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს და შესაბამის განაჩენს გამოუტანს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თავის არსებობის პერიოდში სიკეთე არ მოუტანია ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
1759585987
ახალი ამბებიგოგა მემანიშვილი: არ დაარღვიონ კანონი, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პოლიციის დანაყოფები უკვე მობილიზებულია. მემანიშვილი აცხადებს...
1759584118
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არჩევნებში ამომრჩევლის მაღალ აქტივობაზე: ზუსტად ეს არის ქართველი ხალხის პასუხი ამ ოპოზიციური პარტიების მიმართ, პასუხი ასეთი დესტაბილიზაციის მცდელობებზე
„ზუსტად ეს არის ქართველი ხალხის პასუხი ამ ოპოზიციური პარტიების მიმართ და მათ შორის, შედეგები, რომლებსაც ერთად ვიზეიმებთ დღეს მოგვიანებით, პასუხი ასეთი დესტაბილიზაციის მცდელობებზე“, - განაცხადა ეკონომ...
1759580915
ახალი ამბებიინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მისი თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია - საარჩევნო უ...
1759579907
ახალი ამბებიილია II-მ არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. ,,დღეს, 4 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარ...
1759579393
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: ვფიქრობ კიდევ ერთ, მეათე საიუბილეო გამარჯვებას იზეიმებს ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“
„ვფიქრობ კიდევ ერთ, მეათე საიუბილეო გამარჯვებას იზეიმებს ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება““, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა. „ᲮᲛᲐ ᲛᲘᲕᲔᲪᲘᲗ ᲛᲨᲕᲘᲓᲝ...