კახა კალაძე: ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მადლობას უხდის ამომრჩეველს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის და საარჩევნო უბნების დახურვამდე თბილისის მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
როგორც კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო შტაბის მონაცემებით, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ზოგადად, ახასიათებს დაბალი აქტივობა, თბილისში არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 ათასამდე ამომრჩეველმა.როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს.მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ მისულხართ საარჩევნო უბნებზე, მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობა არის გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება და მეტი სიკეთე შევა ჩვენი დედაქალაქის თითოეულ უბანში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1759596330
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ
„ჩვენ ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რ...
1759596066
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილი - მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, ვიკვრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში
„მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დრ...
1759594456
ახალი ამბები„ქართული ოცნება“ 76.3% - „გირჩი“ 6.8% - „ძლიერი საქართველოსთვის - ლელო“ 7.1% - GORBI-ის ეგზიტპოლის შედეგები
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: 👇 ✅ „ქართული ოცნე...
1759594355
ახალი ამბები„გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე ლიდერობს
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს. ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით „გორბმა“ ჩაატარა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს...
1759593958
ახალი ამბებისაქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა
საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა. თუმცა, ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეეძლ...