მარიამ ქვრივიშვილი არჩევნებში ამომრჩევლის მაღალ აქტივობაზე: ზუსტად ეს არის ქართველი ხალხის პასუხი ამ ოპოზიციური პარტიების მიმართ, პასუხი ასეთი დესტაბილიზაციის მცდელობებზე

„ზუსტად ეს არის ქართველი ხალხის პასუხი ამ ოპოზიციური პარტიების მიმართ და მათ შორის, შედეგები, რომლებსაც ერთად ვიზეიმებთ დღეს მოგვიანებით, პასუხი ასეთი დესტაბილიზაციის მცდელობებზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პასუხად კითხვაზე, რომ იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ მონაწილეობს, ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლებში.
კითხვაზე - ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნებზე მიდიან, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან თუ არა, მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“.
„[აქტივობის მაჩვენებელი] ასე უნდა აიხსნას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კვლავ არიან აბსოლუტურ უმრავლესობაში და დღეს მოგვიანებით ჩვენ ვიზეიმებთ „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატის გამარჯვებას უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1759585987
ახალი ამბებიგოგა მემანიშვილი: არ დაარღვიონ კანონი, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პოლიციის დანაყოფები უკვე მობილიზებულია. მემანიშვილი აცხადებს...
1759584584
ახალი ამბებიგიორგი აბდალაძე: ეს არჩევნები ტოლფასია 2012 წლის არჩევნების. არის ჯგუფი, რომელთაც სურს, რომ ჩაიგდონ ისევ ძალაუფლება. „ორი გვამი“ - ამ გზას მიჰყვებიან საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს რეალურ მდგომარეობას
„ეს არჩევნები არის ტოლფასი 2012 წლის არჩევნების. იმიტომ, რომ რეალურად საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე მთავარი არჩევანი უნდა გააკეთოს - გააგრძელოს ქვეყანამ განვითარება სწორი მიმართულებით და სიმშვიდეში...
1759580915
ახალი ამბებიინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მისი თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია - საარჩევნო უ...
1759579907
ახალი ამბებიილია II-მ არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. ,,დღეს, 4 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარ...
1759579393
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: ვფიქრობ კიდევ ერთ, მეათე საიუბილეო გამარჯვებას იზეიმებს ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“
„ვფიქრობ კიდევ ერთ, მეათე საიუბილეო გამარჯვებას იზეიმებს ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება““, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა. „ᲮᲛᲐ ᲛᲘᲕᲔᲪᲘᲗ ᲛᲨᲕᲘᲓᲝ...