ცესკო: ხაზგასმით განვმარტავთ, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საარჩევნო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს.
„თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება. ამასთანავე, ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებამდე საარჩევნო კაბინიდან ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს და შესაბამისად მარკერის კვალს, მისი არსებობის შემთხვევაში.
შესაბამისად, ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე, ამ თემით აქცენტირება წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სპეკულაციას. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ, მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ხმის მთვლელ აპარატს დაამატა ჭრილის საფარი.
როგორც არჩევნების დღემდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩარჩო კონვერტისა და ხმის მთვლელ აპარატზე ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილის საფარის არსებობით შეუძლებელია ბიულეტენზე მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაშიც კი მისი იდენტიფიცირება.
იმ ფონზე, როცა გამოჟონვის კვალი იმთავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მით უმეტეს, მაშინ როდესაც ნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობებს, რაც ადასტურებს, რომ ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დღეს დილიდან აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ მიერ პროცესი ფასდება როგორც მშვიდი და პოზიტიური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ შევიდნენ შეცდომაში სპეკულაციური და უსაფუძვლო განცხადებებით და დაეყრდნონ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გადაამოწმონ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის საკომუნიკაციო საშუალებებზე.
ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მიმდინარე საარჩევნო პროცესი აჩვენებს, რომ ისევე, როგორც გასულ წელს, ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ს შეადგენს.
აქვე შეგახსენებთ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს.
კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
1759593958
ახალი ამბებისაქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა
საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა. თუმცა, ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეეძლ...
1759592696
ახალი ამბებიშსს: აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია
შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგ...
1759592234
ახალი ამბებიკახა კალაძე: საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პაატა ბურჭუ...
1759591377
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მადლობას უხდის ამომრჩეველს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის და საარჩევნო უბნების დახურვამდე თბილისის მოსახ...
1759589335
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში, ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, მშვიდად, ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის 1,200,000-მა ამომრჩეველმა, რაც, პრინციპულად, თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვი...