ირაკლი კობახიძე: მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში, ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, მშვიდად, ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის 1,200,000-მა ამომრჩეველმა, რაც, პრინციპულად, თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, ყოველგვარი სახის ზემოქმედებისა და ზეწოლის გარეშე.

„„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული ამომრჩევლის ხმას შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში. ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, მშვიდად, ყოველგვარი სახის ზეწოლისგან და ზემოქმედებისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

გაცნობებთ, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც, ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, რომ ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759592696

ახალი ამბები

შსს: აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია

 შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1759592234

ახალი ამბები

კახა კალაძე: საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პაატა ბურჭუ...

კახა კალაძე

1759591377

ახალი ამბები

კახა კალაძე: ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მადლობას უხდის ამომრჩეველს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის და საარჩევნო უბნების დახურვამდე თბილისის მოსახ...

კახა კალაძე

1759589575

ახალი ამბები

ცესკო: ხაზგასმით განვმარტავთ, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება

 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საარჩევნო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს...

ცესკო

1759587134

ახალი ამბები

საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლასლო: რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავი საქართველოში, საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერების ხარისხი და სტანდარტები ყველგან მაღალია

 საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერების ხარისხი და სტანდარტები ყველგან მაღალია, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტის წევრმა ადნრაშ ლასლომ, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართ...

დამკვირვებელი