კახა კალაძე: საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პაატა ბურჭულაძის „4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაციის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„არ ვიცი, რა გიპასუხოთ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში, ეს არის ჩემი პასუხია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც მიტინგის ფორმა მისაღებია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ვინმე თუ გაბედავს და გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს, ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი უწყებების მხრიდან კანონის ფარგლებში რეაგირება მოჰყვება.

ყველა ქმედებას მოჰყვება რეაგირება, ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, იქნება სიმშვიდე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პასუხი არის ის, რომ ხალხი მივიდა არჩევნებზე, გამოხატა მხარდაჭერა, თანადგომა „ქართული ოცნების“ მიმართ, ეს არის პასუხი ქართველი ხალხის მხრიდან“, - დასძინა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759596330

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ

 „ჩვენ ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რ...

ირაკლი კობახიძე

1759596066

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი - მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, ვიკვრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში

 „მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დრ...

ბიძინა ივანიშვილი:

1759594456

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ 76.3% - „გირჩი“ 6.8% - „ძლიერი საქართველოსთვის - ლელო“ 7.1% - GORBI-ის ეგზიტპოლის შედეგები

 ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: 👇 ✅ „ქართული ოცნე...

ეგზიტპოლი

1759594355

ახალი ამბები

„გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე ლიდერობს

 ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს. ეგზიტპოლი „იმედის“ დაკვეთით „გორბმა“ ჩაატარა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს...

კახა კალაძე

1759593958

ახალი ამბები

საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

 საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა. თუმცა, ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეეძლ...

არჩევნები