ლევან მაჭავარიანი გეგელიას განცხადებაზე: ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი - არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი, მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება

„ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი. არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ გარე დავალებების შესრულება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება“, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, „ლელო- ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად მმართველ გუნდს იმასაც უფასებს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები სწორედ ქვეყნის შიგნით მიიღება.

„ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი. არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ გარე დავალებების შესრულება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება. ქართველი ხალხი, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, იმასაც გვიფასებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას სწორედ საქართველოში ვიღებთ; რომ თითოეული ნაბიჯით უფრო დამოუკიდებლები და უფრო სუვერენულები ვხდებით; რომ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ - სხვა დანარჩენისას; რომ ვიცავთ ყველაფერს, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს; და რომ ჩვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან დღის წესრიგს ჩვენვე ვაყალიბებთ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.ცნობისთვის, გრიგოლ გეგელიამ დღეს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოზიცია გააჟღერა : „ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783429430

საზოგადოება

შიო მესამე: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი

„ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მ...

შიო მესამე

1783428710

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე, გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება - საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით...

გურამ მაჭარაშვილი

1783427284

ახალი ამბები

ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზ...

ძაღლები

1783426732

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე, ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო

„ნატოს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ დ...

გურამ მაჭარაშვილი

1783424643

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ

ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომა...

შალვა პაპუაშვილი