თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა გამართა მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობასთან. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

 

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და განხორციელების აქტუალურ საკითხებზე, ასევე, ისაუბრა სამომავლო ხედვებსა და დაგეგმილ პროექტებზე. გაიმართა მსჯელობა მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში, მჭიდრო თანამშრომლობის გზებზე და დაისახა კონკრეტული მიზნები.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მერები.

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, რომლის ფარგლებში დღემდე მიღწეულ შედეგებსა და ჩვენს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან მიმართებით განვიხილეთ არსებული საჭიროებები და დავსახეთ სამომავლო ნაბიჯები, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის და კულტურათაშორისი დიალოგის შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ამგვარი შეხვედრების მნიშვნელობა ხაზგასასმელია იმის გათვალისწინებითაც, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში უაღრესად დიდია მუნიციპალური თვითმმართველობების როლი“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771505117

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 35 წლის განმავლობაში რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი გვქონდა, არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან

არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1771503440

ახალი ამბები

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა - დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული არაგეგმური ი...

100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი

1771502494

ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ცესკოს სტრატეგიული...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1771501816

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორ...

გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა

1771500707

ახალი ამბები

ალექსანდრე რატიშვილი: გადახდის ვადები არის ერთი თვიდან 45 დღემდე და ეს განსაკუთრებით მტკივნეულია პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებისთვის, რომლებიც მაქსიმუმ 2 დღეში იყიდება, თანხას კი, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსან...

ალექსანდრე რატიშვილი