პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „სანდასუფთავების“ კომერციული შემოსავლების და ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსმა კომპანიის ბალანსზე არსებული სატვირთო ავტომანქანების სისტემატურად, არაოფიციალურად გამოყენების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა. ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, რომელსაც მსჯავრდებულის განაჩენით დადგენილი საზოგადოებრივი შრომის უზრუნველყოფა და კონტროლი ევალებოდა, სასჯელისთვის თავის არიდებისათვის მსჯავრდებულისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შეხებაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771506497

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6769 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6778 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1771505117

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 35 წლის განმავლობაში რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი გვქონდა, არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან

არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1771503440

ახალი ამბები

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა - დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული არაგეგმური ი...

100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი

1771502494

ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ცესკოს სტრატეგიული...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1771501816

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორ...

გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა