ირაკლი კირცხალია: უტიფრობის ზეიმია ე.წ. ოპოზიციის, აგენტურის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლდება
უტიფრობის ზეიმია ე.წ. ოპოზიციის, აგენტურის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში განაცხადა.
კირცხალიას თქმით, სასამართლო დარბაზში ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მხილების მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაა შესაძლებელი.
„თავისუფლად შეიძლება ჩვენი საზოგადოების მიმართ მათი დამოკიდებულების გაზომვა, როდესაც პირდაპირ ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში შეიძლება ისეთი ტყუილი თქვა და უარყო შენი პოლიტიკური იდენტობა, თითქოს საზოგადოება აკვარიუმში ვართ და წამის მეასედში არაფერი გვახსოვდეს. მათი სტრატეგია ერთია, ეს არის იმ დივერსიფიცირების სცენარის გაგრძელება, რომლითაც მოქმედებენ ე.წ. ოპოზიციურ ველზე - დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან როგორმე ერთმანეთს, თავის წარსულს და აწმყოს გაემიჯნონ, შეეცადონ, რომ კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში საზოგადოება, ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან. გამოვა სხვადასხვა ჯგუფი, შემდეგ დადგება ბატონი გვარამია და შეახსენებს, რომ ერთი ორგანიზმი არიან, ან გამოდგება მათი მთავარი ბელადი და სულიერი მამა, ბატონი სააკაშვილი, ან მოქმედების სტილს დაუწუნებს ვინმეს, შემდეგ აარჩევს, ვინ უნდა დადგეს და ილაპარაკოს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1795021346
ახალი ამბებიდაღუპულია 3 ადამიანი - მძიმე ავარია ქვიშხეთთან
ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობი...
1795020687
ახალი ამბებირევაზ სოხაძე: მომდევნო ხუთ წელიწადში ქვეყნის ძირითადი მაგისტრალური გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, მომდევნო ხუთ წელიწადში დაგეგმილია ყველა იმ ძირითადი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება, რომელზეც სამუშა...
1795020137
ახალი ამბები„გაძვირება უნდა მომხდარიყო აქამდეც, თუ გვინდა, რომ იყოს ეს ავტონომიური ორგანიზაცია და იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, უნდა აწიოს“ - კურორტ გოდერძის ყოფილი მენეჯერი გურო ალაფიშვილი
„იქიდან გამომდინარე, რომ კურორტების ეკიპირება, ანუ რითაც არის აღჭურვილი მთის კურორტი - ეს არის საბაგირო, სატკეპნი მანქანები, გათოვლიანება, ღამის სრიალი - აბსოლუტურად ლოგიკური იყო ამის გაძვირება. გაძვი...
1795019638
ახალი ამბებიარასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თა...
1795017669
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: დღეს ევრობიუროკრატია აბსურდის თეატრში იმყოფება
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის კვლევას გამოეხმაურა. „დღეს ევრობიუროკრატია აბსურდის თეატრში იმყოფება, რომელიც გამორიცხულია, რომ ვერ გრძნობდეს...































